x
image
შაკ_ო
ფრენსის სტოკ ფიცჯერალდი.

დაიბადა 1896 წლის 24 სექტემბერს, დაბადების ადგილი სენტ-პოლი, image მინესოტის შტ, ამერიკელი მწერალი. აღიარება მოუტანა პირველივე რომანმა "სამოთხის ეს მხარე" 1920 წელს. რომელშიც დიდი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით აიხსნა ომის შემდგომი პერიოდის ახალგაზრდობის მსოფლშეგრძნება. იმ დროინდელი საუკეთესო მოთხრობების კრებული იყო "თავქარიანები და ფილოსოფოსები" (1922) " ჯაზის საუკუნის მოთხრობები" (1922), რომანი "მშვენიერი და შეჩვენებული" (1922) და, განსაკუთრებით, რომანი "დიდი გეტსბი" (1925) რომელშიც აშკარად გამოჩნდა ე. წ. "ამერიკული ილუზიების" მსხვრევის მძიმე განცდა. ეს მოტივი ისმის აგრეთვე მოთხრობების კრებულში "ეს მოწყენილი ახალგაზრდები"(1926). ევროპაში ამერკელტა ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებია აღწერილი რომანში "წყნარი ღამე" (1934). ფიცჯერალდის სიკვდილის შემდეგ, 1941 წელს გამოქვეყნდა ჰოლივუდის ცხოვრების ამსახველი დაუმტავრებელი რომანი "უკანასკნელი მაგნატი" ის გარდაიცვალა 1940 წლის, 21 დეკემბერს, ჰოლივუდში... ფიცჯერალდის ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი სტილით, ღრმა ფსოქოლოგიზმითა და რომანტიკით..image

4
69
25-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:შაკ_ო
შაკ_ო
69
  
2013, 25 აპრილი, 16:40
რავიცი აბა ))) იყოს მე რა ))
2013, 25 აპრილი, 16:39
)))) არ წამიკითხავს
2013, 25 აპრილი, 16:39
ვინ გადაიმტერე ასე მწარედ ჰა???????????
2013, 25 აპრილი, 16:35
დიდი გეცბი ძალიან მაგარიაა
0 1 4