კინო რატომ ემუქრებიან ნინო მუმლაძეს და რას საყვედურობენ ანა ტყებუჩავას? 2013, 26 აპრილი, 21:14 ქართული საზოგადოება ახალმა ვნებამ მოიცვა, განსაკუთრებით კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-ის მაყურებელთა მოჯადოებამ. ჯერ კიდევ, სერიალის მთავარი გმირის, კატოს ( ნინო გაჩეჩილაძე) სერიალიდან წასვლის ირგვლივ ატეხილი ხმაური არ ჩამცხრალა, რომ ახლა უკვე სერიალის სანიმუშო ოჯახის ერთგულ და სათაყვანებელ დავით გოცირიძის მიმართ დაიწყო კრიტიკა. ის როგორც ცნობილია მაყურებლისათვის, სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ატკიებული კბილით შეწუხებული მიაკითხავს სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც მას არამარტო კბილის ტკივილს დაავიწყებს მომხვბლელი და თვალწარმტაცი ნათია, არამედ მზრუნველ მეუღლე, ნინასაც კი. სანიმუშო ოჯახი კვირიდან კვირამდე ინგრევა და ამან საზოგადოება შოკში ჩააგდო. ეს ყველაფერი იქამდეც კი მივიდა რომ სტომატოლგიურ კლინიკასთან გაჩნდა შემდეგი მნიშვნელობის სიტყვები: -„ ნათია, შე ბ**ზო, დავითის ოჯახის დანგრევას არ დაგანებებთ“! ეს ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში ნინასა და დათოს სანიმუშო ოჯახის დამცველთა გვერდი შეიქმნა. სცენარისტი ქეთი დევადრიანი აცხადებს, რომ თუ 250 000 მაყურებელი მაინც მოითხოვს ამ ოჯახის შენარჩუნებას, მხოლოდ მაშინ შევცვლი სცენარს. ამის ფონზე საზოგადოებისგან მრისხანებამ იმატა და ნათიას მოუწოდებენ გოცირიძის ოჯახისაგან ხელის ფათურს შეეშვას, თორემ ქუჩაში გაჩეჩვითაც კი ემუქრებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საზოგადოება დავითის ერთგული ცოლის, ნინას მიმართაც არ იშურებს საპროტესტო სიტყვებს და ჰკიცხავენ იმის გამო, რომ ის ხმას არ იღებს და სათანადო ყურადღებას არ აქცევს მეუღლეს. თავად ნინა კი ჟურნალ „გზა“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამ თემაზე სიცილით ამბობს : -„ძალიან საყვარლები არიან. მგონი ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობს. ჩემი როლის შესრულება ახლა უფრო მეტად საინტერესო გახდა... დიასახლისებს კი თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 475 2-ს მოსწონს
|