არქიტექტურა თაჯ-მაჰალი საფრთხეშია 2013, 26 აპრილი, 17:35 ინდოეთში ქალაქ აგრში, დიდი მოგოლების ყოფილ ცენტრში, განლაგებულია მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნაგებობა - შეუდარებელი, თეთრი მარმარილოთი შემკული მუმთაზ-მაჰალის მავზულეუმი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, როგორც თაჯ-მაჰალი. თაჯ-მაჰალი XVII საუკუნეში იმპერატორ შაჰ-ჯაჰანის ბრძანებით ააგეს მისი მეუღლის, მუმთაზ-მაჰალის პატივსაცემად, რომელიც მშობიარობას გადაყვა. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება. ის შეიცავს ინდურ, სპარსულ და ისლამურ არქიტექტურულ სტილებს. 1983 წლიდან თაჯ-მაჰალი იუნესკოს მსოფლიო მემეკვიდრეობის სიაშიაა, რადგან ის არის: "მუსლიმანური ხელოვნების მარგალიტი ინდოეთში, ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული შედევრი, რომელიც მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს". ცოტა ხნის წინ თაჯ-მაჰალში ბზარები გაჩნდა. მეცნიერების აზრით ეს გამოწვეულია იქვე ჩამომავალი მდინარე ჯამნას თანდათანობითი ამოშრობით. მდინარის გაქრობა გამოიწვევს ნიადაგის სტრუქტურის ცვლილებას და მავზულეუმის დაწევას ან დანგრევასაც კი. ასევე, ტაძარმა დაიწყო თავისი ლეგენდარული სითეთრის დაკარგავაც ჰაერის დაბინძურების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თაჯ-მაჰალის გარშერმო პარკების ზონას აფართოებენ, მავზულეუმი მაინც ყვითლდება და საჭირო ხდება მისი რეგულარული გაწმენდა განსაკუთრებული თეთრი თიხით. 125 16-ს მოსწონს
|