x
image
პრომეთე
ეს ისტორია ბრაზილიურ სერიალს ჰგავს, მაგრამ საქართველოში მოხდა.

image










- ცნობილია, რომ ჩვენ, ქართველებს საპნის ოპერების სცენარები გვიკვირს, როგორც აღმოჩნდა, ჩვენივე ისტორიის ფურცლებზე ბევრად უფრო გასოცარი სასიყვარულო ისტორიები წერია, იგი მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში მოხდა.
- მუხრანბატონების შთამომავალი, თამარი, ულამაზესი და სიყვარულით განებივრებული ქალი გახლდათ.სიმდიდრისა და დიდების მოყვარული ქალი იყო, სწორედ ამიტომ, თაყვანისმცემელთა სიმრავლის მიუხედავად, მისი არჩევანი მუდამ მეფეებზე ჩერდებოდა.
მისი პირველი ქმარი ოდიშის მთავარი, ლევან მესამე დადიანი იყო. 1663 წელს ლევან მესამე იმერეთის მეფესთან, ბაგრატ მეოთხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. დადიანის დამარცხება ბაგრატ მეოთხის ერთადერთი მიზანი არ ყოფილა, ის მეტოქის ცოლზე უგონოდ იყო შეყვარებული.
ბაგრატთან ბრძოლაში დამარცხებული ლევანი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, თუმცა, იმერეთის მეფისთვის ლევანისა და თამარის დაშორება მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ, იმერეთის სამეფო კარზე დიდი ინტრიგა დაიწყო.
ლევანის ტყვედ ჩავარდნის პერიოდში ბაგრატის სასახლეში ცხოვრობდა მისი გათხოვილი და, თინათინი, რომელიც ერთ-ერთი ნადიმის შემდეგ ლევან დადიანს მოსასვენებელ ოთახში შეუგზავნეს. დადიანის საძინებელში იმერეთის დიდებულებიც შევიდნენ, თინათინსა და ლევანს თავზე დაადგნენ და სამეგრელოს მთავარი იძულებული გახადეს პირველ ცოლს, თამარს, გაშორებოდა და თინათინი შეერთო ცოლად.
ბაგრატ მეოთხის გეგმამ გაამართლა, თამარსა და ლევან დადიანს ჯვარი აყარეს, ამის შემდეგ კი თამარი ბაგრატის ცოლი გახდა.
თამარმა ბაგრატ მეოთხესთან ერთად 22 წელი იცხოვრა, თუმცა, ქმრის ერთგული არასოდეს ყოფილა.თავადების გარდა თამარის თაყვანისმცემელთა სიაში ეპისკოპოსი გენათელიც იყო, თუმცა იმერეთის დედოფლის სიყვარული ყველაზე მეტად გურიის მთავარ გიორგი გურიელს ტანჯავდა.
სერიოზული მეტოქის გზიდან ჩამოსაშორებლად, ისევ პირვანდელ ხერხს მიმართა ბაგრატ მეოთხემ და გიორგი გურიელს თავისი და თამარის ასული დარეჯანი მიათხოვა. თამარი გიორგი გურიელის სიდედრი გახდა, მაგრამ ბაგრატის გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა, გურიის მთავარს იმერეთის დედოფლის სიყვარული არ განელებია.
1681 წელს, ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი გურიელი დარეჯანს გაშორდა, აიღო ქუთაისი, ბრძოლით დაიპყრო იმერეთი და საკუთარ სიდედრზე იქორწინა.
- თამარი საკუთარი ყოფილი სიძის ცოლი გახდა, ეს მისი მესამე ქორწინება იყო, მაგრამ მშვენიერი დედოფლის ისტორია აქ არ დამთავრებულა. როდესაც გურიელის ქმედება, თამარის პირველი ქმრის, ლევან დადიანის ყურამდე მივიდა, სამეგრელოს მთავარი გურიაში ჯარით ჩავიდა, გურიელი დაამარცხა და 25 წლიანი განშორების შემდეგ ცოლი დაიბრუნა.
- აი, ასე დასრულდა ულამაზესი დედოფლის ისტორია, ამის შემდეგ ის აღარ გათხოვილა, მაგრამ ეს ამბავი ისტორიულმა ფურცლებმა მაინც შემოგვინახა.

5
329
12-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
329
  
2013, 26 აპრილი, 15:46
მეტი რაღ უნდა გათხოვილიყო,:))))))))))))))))))))
მთელი საქართველო მოუვლია უყურე შენ
2013, 26 აპრილი, 15:09
სიამოვნებით წავიკითხე, ძალიან მომეწონა!
0 1 5