x
რა გაუმხილა ქეთა თოფურიამ პირველად უკრაინულ მედიას?
imageსაყვარელი ჯგუფის <<A-studio>> მომხიბვლელი სოლისტი ქეთა თოფურია იმყოფებოდა სპეციალური ტურით უკრაინაში და სწორედ უკრაინულ მედიას გაუმხილა იმ ნივთების შესახებ, რომლებიც მისთვის განსაკუთრებით საყვარელია. ის ამბობს, რომ ეს ნივთები სადაც არ უნდა იყოს გაემგზავროს, ყველგან თან ატარებს.











1 ადგილი უჭირავს Prada- ს ფეხსაცმელებს.



image

image




- "ამ ფეხსაცმელს ძალიან დიდიხნის განმავლობაში ვეძებდი. როგორც კი ის გამოჩნდებოდა მაღაზიაში, მას ეგრევე იტაცებდნენ ანუ დასწრებაზე იყო შეძენა. თუმცა, არც ისე დიდიხნის წინ შევიარე მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიაში და დავინახე ზუსტად ეს მოდელი, ვიფიქრე: როგორც იქნა!-თქო. იმწამსვე შევიძინე. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს კომფორტული ფეხსაცმელი. მაღლებზე დგომით, რომელიც მუდამ მაცვია სცენაზე, დავიღალე, ამიტომაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვთვლი რომ მხოლოდ სპროტული და მოსახერხებელი ფეხსაცმელი უნდა მეცვას.

image

2 ადგილი უჭირავს Rolex - ის საათს.

image

- " მე სულ ვატარებ საათს და მაქვს, ვაღიარებ, ბევრი საათი. თუმცა, ეს საათი - ჩემი უსაყვარლესი საათია. ის კომბინირებულია ფერებში, ამიტომაც უხდება როგორც ვერცხლის სამკაულებს ისე ოქროს. ამის გარდა მომწონს, რომ ის უნისექს სტილისაა. თუმცა ჩემს კოლექციაში არის სხვადასხვა მოდელები, რომლებიც გაწყობილია ქვებით, სხვადასხვა საინტერესო სამაჯურებით, მაგრამ მე მაინც რატომღაც ყველაზე მეტად მიყვარს ზუსტად ეს მოდელი.

3 ადგილი უჭირავს iPhone- ის მობილურ ტელეფონს.


image


მობილური ეს ის ნივთია, რომელთანაც განშორება არ შემიძლია. იმ მომენტებში როცა სიხშირე არ აქვს, მაგალითად თვითმფრინავში, მაქვს შეგრძნება, თითქოს მარჯვენა მკლავის გარეშე ვარ. მე მასში მაქვს მინი კომპიუტერი და თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება. სწორედ ამიტომ როგორც კი გამოვიდა ისეთი მრავალფუნქციური ტელეფონი, როგორიცაა iPhone უბრალოდ მე ის შემიყვარდა. დღეს მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გამოიყენო სხვა რომელიმე ტელეფონი და არა iPhone.

4 ადგილი უჭირავს Queensbee - ის ბეჭედს.

image

ეს ბეჭედი არის ჩემი საყვარელი ბრენდის - Queensbee. ისინი აკეთებენ ძალიან ლამაზ მორთულობებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეჭედი ვერცხლისაა ძალიან ეფექტური ბიჟუტერიაა.


image
ძვირიან ბიჟუტერიას არ ვატარებ, ასეთ რაღაცეებზე ალერგიული ვარ. არც ისე მიყვარს საერთოდ ბეჭედი, თუმცა ამ ბეჭედს თითქმის არასდროს არ ვიხსნი. მომწონს რომ თითებზე ხელს არ მიშლის, ბოლომდე არ ჯდება თითზე.

image

5 ადგილი უჭირავს Chanel- ის ჩანთას.


image
ეს ჩანთა ძალიან ძვირადღირებული ნივთია ჩემთვის, კმაყოფილი ვარ იმით, რომ მას საკმაოდ დიდხანს ვეძებდი. მოდელს აქვს ორი ფერი. რუხი ფერის ზუსტად ასეთი კომბინაცია ძალიან რთული მოსაძებნია. მე გამიმართლა და ეს ჩანთა ვიპოვე ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში. ეს ჩანტა, როდესაც ნიუ-იორკიდან გამომიგზავნეს ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეხლა ვიზიტებზეც კი თან ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანთა პატარა ზომისაა, ამასთანავე არის ძალიან ტევადი.

0
241
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეკლა თეკლა
თეკლა თეკლა
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0