ანეკდოტები ანეკდოტები 2013, 26 აპრილი, 10:21
ცოლ-ქმარი სტუმრად მიდის. ცოლი საგანგებოდ ემზადება. სახეზე ბლომად მაკიაჟი დაიდო და თან ქმარს ეკითხება: - ხომ ვგავარ ფოტომოდელს? - უფრო ფოტორობოტს... - რატომ ზიხარ მთვრალი საჭესთან? - ეკითხება პატრული მძღოლს. - აბ, რომ დავწვე, ჩამეძინება. - სუფრასთან სიდედრთან ერთად როცა ვარ, ცოტასს ვსამ. - ხოო? გაშინებს? - არა, რა მაშინებს, ერთხელ ისე დავთვერი, სიდედრი ორად მეჩცვენებოდა, ეგეთ საშინელებას კიოდევ ერთხელ ვეღარ გავუძლებ. ბავშვი ეკითხება მამას: - მამი საიდან გაიგეს, რომ დედამიწა მრგვალია? - გლობუსიდან, შვილო, გლობუსიდან. სამშობიაროს მოსაცდელში კაცი ელოდება ცოლის მშობიარობას, ძალიან ნერვიულობს, ლამის არის ჭკუიდან გადავიდეს. როგორც იქნა გამოვიდა ბებიაქალი: - გილოცავთ, გოგო შეგეძინათ. - მადლობა ღმერთს, რომ გოგოა, ენაცვალოს მამა, მაგას მაინც არ მოუწევს ისეთი ნერვიულობა, როგორიც მე დღეს გადავიტანე. გურული ანკეტას ავსებს. სახელი: ზურიკელა. გვარი: შევარდნაძე ოჯახური მდგომარეობა: მეტად ჩახლართული. 47 10-ს მოსწონს
|