x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135049
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509400
ინტერვიუ მაშო მელქაძესთან

image























-მაშო, სინამდვილეშიც ორსულად ხარ?
- კი, ორსულად ვარ.

- ანუ სცენარი შენს ორსულობას "მოარგეს".

- ასეა.

- როდის დაოჯახდი?

- ზაფხულში.

-სერიალის გასული სეზონის პერიოდში მითხარი, რომ შეყვარებული არ იყავი.
-
ჩემი სიყვარულის ამბავი არ დამიმალავს. შეყვარებულები მხოლოდ 5 თვე ვიყავით, მალე დავოჯახდით.
-
სერიალში დიდი მუცლით გამოჩნდი თუ არა, სოციალურ ქსელში დაწერეს, - ბალიში წესიერად მაინც ჩაედოო.
-
ეს კომენტარი მეც ვნახე. მგონი, საკმაოდ ლამაზი მუცელი მაქვს და უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ბალიში არ მიდევს, რეალურადაც ორსულადვარ...
-
ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ როლს კარგად ასრულებ. მგონი, ორსულს უფრო მეტი თაყვანისმცემელი გაგიჩნდა.
-
ალბათ, იმიტომ, რომ ვრცელი, ემოციური და საინტერესო ტექსტი მომცეს... ხალხს სიახლე უყვარს და აჟიოტაჟიც ამან გამოიწვია.
-ალბათ, სერიალის შემოქმედებითი გუნდისთვის ახლა რეალურადაც "ვიპ" თანამშრომელი ხარ და ორსულს განსაკუთრებული ყურადღებით გექცევიან. ასეა?
-
რათქმაუნდა, თანამშრომლები ძალიან მიფრთხილდებიან.
-
როგორი ორსულობა გაქვს?
-
მშვენიერი... თეატრში ისეთი როლები მქონდა, რომ ჩემი მდგომარეობის გამო, სცენაზე ვეღარ ვთამაშობ. ჰოდა, ძალიან მიხარია, რომ სერიალში ვარდაკავებული და შინ არ ვზივარ.
-
ხასიათი ხომ არ შეგეცვალა?
-
არა, უბრალოდ, უფრო მეტად სენტიმენტალური გავხდი.
-
განსაკუთრებული სურვილები არ გიჩნდება?
-
ერთხელ ხურმის ჩირი მომინდა და მეუღლემ მომიტანა (იცინის).
-
რამდენი თვის ორსული ხარ?
- 7-
ისვხდები.
-
ბავშვის სქესი უკვე იცი?
-
ვიცი, მაგრამ არ გეტყვით (იცინის)... სხვათა შორის, ჩემს პატარას მუსიკას ვასმენინებ, მე და ჩემი მეუღლე ველაპარაკებით კიდეც. მოკლედ, ბავშვს, უკვე როგორც პიროვნებას, ისე ვექცევი.

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:ეკა.
ეკა.
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0