ვარსკვლავები ჰოლივუდის ყველაზე საძულველ ვარსკვლავთა ტოპ ოცეული 2013, 25 აპრილი, 15:42 გვინეტ პელტროუ ჰოლივუდის საძუვლევ ვარსკვლავთა ტოპ სიაში მოხვდა. ვარსკვლავური ჟურნალების ყოველწლიურ გამოკითხვაში "20 ყველაზე გამაღიზიანებელი პიროვნება ფილმებში, მუსიკებსა და ტელევიზიაში" ტოპ პოზიცია დაიკავა გვინეტ პელტროუმ, ისეთ მსახიობთან ერთად როგორიცაა კრისტენ სტიუარტი. გვინეტ პელტროუს აზრით, მან ასეთი დამოკიდებულება ამერიკელი აუდიტორიისაგან დაიმსახურა მისი ცხოვრების სტილით. ლათინელმა სუპერვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპეზმა მესამე ადგილი დაიკავა ჯონ მეიერთან ერთად, რომელიც ახლახანს გაშორდა კეტი პერს და სახელი გაითქვა მისი მექალთანური ხასიათით. ტოპ ოცეული მოიცავს რამდენიმე მოულოდნელ მოვლენასაც, ისეთი საკამათო საკითხი როგორიცაა თინეიჯერი კერპის ჯასთინ ბიბერის და რეალითი შოუს ვარსკვლავის კიმ კარდაშიანის მოხვედრა ამ ტოპ ჩამონათვალში. ჰუმანიტარული აქტივისტი ანჯელინა ჯოლი ამ სიაში მე-15 ადგილს იკავებს. ეშტონ კუტჩერი კი მე-13 ადგილს იკავებს ტოპ ოცეულის ჩამონათვალში. ამ ჩამონათვალის ბოლოში მოხვდა კრის ბრაუნი, ვარაუდობენ რომ ეს გამოწვეული უნდა იყოს რიჰანასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელ ამბებთან. 216 4-ს მოსწონს
|