x
თინეიჯერი სუპერმოდელები

შანელ იმანი თინეიჯერი სუპერმოდელები
შანელ იმანი და ჯორდან დანი გამოირჩევიან სხვა უამრავ მოდელებს შორის, თავიანთი
სილამაზით, ჭკუით, გრძელი ფეხებითა და სხვა, მოდელისათვის საჭირო მრავალფეროვნებით,
რომელიც წარმატების საწინდარია.
შანელის ნამდვილი სახელია შანელ იმან რობინსონი, ის გაიზარდა ლოს-ანჯელესში, 12 წლის უკვე ფორდის მოდელებს შორის იყო და 16 წლის ვოგშიც მოხვდა, და ახლა 18 წლის შანელი არის ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და გამორჩეული მოდელი კომპანიაში.



შანელ იმანი და ჯორდან დანი

მისი ხილვა შესაძლებელია ამერიკის ტოპ მოდელების შესარჩევი კონკურსის ჟიურიში. ის ხშირად ხდება ჭორების მოყვარული საზოგადოების განხილვის ობიექტი.
19 წლის ჯორდან დანი აღმოჩენილი იქნა იმავე სააგენტოს მიერ, რომელმაც ერთ დროს ქეით მოსი აღმოაჩინა. მან კარგად გამოიყენა შანსი, რომელიც პრადას ჩვენებაზე მიეცა, 10 წლის განმავლობაში
პრადას შოუ ნაომი კემპბელს მიყავდა და ჯორდან დანს სკეპტიკურად უყურებდნენ, პრადას შოუზე ჯორდანს ან დიდი წარმატება ან მარცხი ელოდა, თუმცა მან გარისკა და შექმნა ნამდვილი შოუ პრადას ჩვენებაზე.

შანელ იმანი და ჟორდან დანი


ჯორდან დანი და შანელ იმანი არაჩვეულებრივი და ახლო მეგობრები არიან. მოდის სამყაროში არიან სხვა ფერადკანიანი მოდელებიც, რომლებც აგრეთვე არაჩვეულებრივები არიან, თუმცა იმ ფაქტმა რომ ვოგმა ჯორდან დანი და შანელ იმანი ერთდროულად აიყვანა, ანუ „იყიდა“ სწორედ ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა მათ დაახლოებაზე და შემდგომი მეგობრობის განვითარებაზე.


შანელ იმანი თავის თავს არ მიიჩნევს მხოლოდ მოდელად, რომელიც ფერადკანიანი, ის თავის თავს უყურებს, როგორც ბრენდს, მას არ სურს იყოს მხოლოდ ცნობილი მოდელი, მას სურს იცნობდნენ შანელ იმანს, როგორც პიროვნებას.

2
207
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინუცკები
ნინუცკები
207
  
2013, 17 მარტი, 17:47
მეც მაგრა მომწონს
2013, 14 მარტი, 18:36
მაგარი გოგოები არიან.ორივე მომწონს.
0 1 2