სხვა ყველაზე და ყველაფერზე უფრო.. 2013, 25 აპრილი, 9:29 რომელი ორგანიზმი არ კვდება არასოდესს?რამდენ ხანს შეუძლია ადამიანმა ყინვას გაუძლოს?რომელია "სანტა ბარბარაზე" უფრო გრძელი სერიალი?ქვემოთ გთავაზობთ ყველაზე არაჩვეულებრივ რეკორდებს:ყველაზე ამტანი, ყველაზე ხანგრძლივი, ყველაზე სიცოცხლის უნარიანი და სხვა.... ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო კომპანია ეკუთვნის სააგენტო TBWA-ს არაყი "Absolut"-ისთვის.თვითონ კომპანიის ისტორია 1879 წელს იწყება, ხოლო პირველი ბეჭდური სარეკლამო ბილბორდი 1980 წელს გამოჩნდა და იმის შემდეგ არ გაჩერებულა.***Turritopsis nutricula, რომელიც ცნობილია უფრო როგორც უკვდავი მედუზა, როდესაც სქესობრივ სიმწიფეს მიაღწევს და გამრავლდება, ამის შემდეგ ისევ პოლიპის მდგომარეობას უბრუნდება და ყველაფერს ისევ თავიდან იწყებს.იგი ამას დაუსრულებლად აკეთებს*** შვედი პიტერ სკილბერგი შეიძლება ჩავთვალოდ ყველაზე ამტან, ყინვაგამძლე ადამიანად მსოფლიოში, ის ორი თვე იმყოფებოდა თოვლში ჩამარხულ საკუთარ ავტომობილში, ამ ხნის განმავლობაში მისი "რაციონი" მხოლოდ თოვლი იყო.***"გზისმკვლევი შუქი", ასე ჰქვია სერიალს, რომელიც 1937 წლიდან 2009 წლამდე გადიოდა, გადაღებულია სულ 15500 სერია, ამ სერიალის ყურებას 1, 4 წელი მოუნდებით შესვენების და ძილის გარეშე, ეს გახლავთ ყველაზე გრძელი სერიალი ისტორიაში*** ლიქენი ყველაზე ამტანი მცენარეა მსოფლიოში , ისინი მთის წიაღშიდაც კი შეიძლება აღმოაჩინოთ, ამ სახეობიდან კი ყველაზე გამძლე Buellia Frigida არის, მას ანტარქტიდაში -196°C კი შეუძლია გაძლოს.***ყველაზე ძველი ლუდის სახარში 1040 წლიდან იღებს სათავეს, მდებარეობს გერმანიაში და მისი სახელია "Bayerische Staatsbrauerei Weihenstephan", ეს კომპანია დღემდე განაგრძობს ლუდის წარმოებას.***ჩინეთის კედელი ყველაზე ხანგრძლივი მშენებლობაა კაცობრიობის ისტორიაში, იგი დაახლოებით 2000 წელი გრძელდებოდა, დაიწყო ჩ.წ._აღრიცხვამდე 400 წელს და დამთავრდა ახალი წელთაღრიცხვით-1600 წელს. მშენებლობაზე 3 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.*** 52 6-ს მოსწონს
|