გასული საუკუნის ყველაზე ხმაურიანი თაღლითობა. მეორე ნაწილი
ლუის ენრიჰტი მუდამ დიდ იმედებს იძლეოდა. ის წარმატებით ეწეოდა თაღლითობას 1890 წლიდან, მაგრამ მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა მხოლოდ 1916 წელს, როცა უკვე სამოცდაათი წლის გახლდათ. მაშინ მან მსოფლიოს შესთავაზა შეეცვალათ ბენზინი ჩვეულებრივი წყლით რაღაც საიდუმლო ქიმიური ნივთიერების დამატებით. ნარევი, მისი მტკიცებით, გალონი ერთი ცენტი დაჯდებოდა. გასაგებია, თუ რატომ ჰპოვა მისმა "აღმოჩენამ" ასეთი გამოძახილი. ჯერ ერთი, ბენზინი მაშინ ოცდაათჯერ უფრო ძვირად იყიდებოდა __ გალონი 30 ცენტად, მეორეც, ევროპაში გაჩაღებული ომის გამო, მისი მიწოდება გართულებული იყო. გასაკვირი არ არის, ევროპის მეომარმა სახელმწიფოებმა ერიჰტის "საიდუმლო ფორმულაზე" ნადირობა დაიწყეს, ხოლო ჰენრი ფორდმა საკმაო ფული ჩადო თაღლითის საქმეში. 1916 წლის 11 აპრილს, შუადღისას, მოხუცი ლუისის სახლის წი მდელოზე თორმეტიოდე რეპორტიორმა მოიყარა თავი. მათ უკვე მოასწრეს ეოხუნჯათ გამომგონებლის უცნაური გარეგნობის გამო (მას წარმოუდგენელი სიგრძის ჭაღარა ულვაშები ჰქონდა) და ცოტა შექანებულადაც კი მიიჩნიეს იგი. მაგრამ ენრიჰტმა, მოკლედ მოუთხრო რა მათ თავისი აღმოჩენის შესახებ, შესთავაზა რეპორტიორებს თავიანთი თვალით ეხილათ მისი მოქმედება, მან აიღო ბაღის შლანგი, აავსო ჭიქა და ერთ-ერთ ჟურნალისტს გადასცა, რათა მას გაესინჯა. ჭიქაში ჩვეულებრივი წყალსადენის წყალი ესხა. შემდეგ იმავე შლანგიდან მან ჩაასხა წყალი თავისი მანქანის ბაკში და, დაანახა რა რეპორტიორებს სინჯარა რაღაც მწვანე სითხით, ისიც ბაკში ჩაასხა . შემდეგ ის საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა. მეგაზეთეების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ენრიჰტმა მოუხვია, მანქანიდან გადმოვიდა, ცოლი გადაკოცნა, რომელიც მაშინვე სახლში შებრუნდა, საიდანაც ახალი გამოსული იყო, და შეკითხვის თვალით შეხედა რეპორტიორებს. ჟურნალისტები მანქანას მისცვივდნენ და სადმე დამალული მეორე ბენზობაკის ძებნას შეუდგნენ. ამაოდ. მეორე დღეს ყველა გაზეთი ლუისის აღმოჩენის შესახებ წერდა. მოიძებნენ სკეპტიკოსებიც. ენრიჰტთან ჩამოვიდა " ჩიკაგო ჰარალდის" კორესპოდენტი უილიამ ჰასკელი, რომლის გატაცებასაც ავტომობილები წარმოადგენდა. მან პატიოსნად გააფრთხილა მოხუცი, რომ არ სჯეროდა მისი აღმოჩენისა. მოხუცმა მიუგო, რომ, თავის მხრივ, არ სჯერა ჰასკელისა, იმიტომ რომ ის შეიძლება ნავთობის კომპანიის ჯაშუში აღმოჩნდეს და მოგზავნილი იყოს მაგიური ფორმულის საიდუმლოს გამოსატყუებლად. ჰასკელმა ხსნარის წვეთი მოითხოვა, რათა გემო გაესინჯა. ნარევს ნუშის გემო დაჰკრავდა " საიდან არის ეს სუნი?" __ იკითხა რეპორტიორმა, " ეს ციანიდმჟავაა" __უპასუხა ენრიჰტმა, __ ფორმულის შესანიღბავად დავამატე. ყველა სხვა სუნს სპობს! ჩემი ფორმულა უბრალოდ ქიმიურ ანალიზს ემორჩილება. ნებისმიერი ქიმიკოსი ადვილად განსაზღვრავს მის შემადგენლობას. მაგრამ ესეც ვერ დაეხმარება მას თვით ნივთიერების სინთეზირებაში__ მთავარია სწორედ სინთეზის პროცესი... ჰასკელმა, რომელმას აღფრთოვანებული რეპორტაჟი მიუძღვნა თავის მიერ ნანახს, აღიარა, არასოდეს დაიჯერებდა ამას, სხვას რომ მოეთხრო, მაგრამ საკუთარ თვალებს ის ენდობა. სენსაციის პირველივე დღიდან ენრიჰტის ტელეფონი ერთი დღითაც კი არ დადუმებულა. მას ურეკავდნენ უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები და გაუგონარი თანხის კონტრაქტებს სთავაზობდნენ. ენრიჰტი არც ერთ წინადადებას არ ღებულობდა. პრეს-კომფერენციის მეორე დღეს გამომგონებელმა განაცხადა, რომ მის "საიდუმლო ფორმულას" უნარი შესწევს გამოჰყოს წყლისგან წყალბადი და სწორედ ამიტომ მუშაობს მაქანის ძრავა. დოქტორმა ტომას ფრიზმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, უარჰყო ენრიჰტის ცნობა "არ არსებობს ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც წყალბადს ჟანგბადისგან გამოჰყოფს წყალში. ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ ელექტროლიზის გზით, მაგრამ ამ შემთხვევაში დახარჯული ენერგიის რაოდენობა მიღებული ენერგიის ტოლი იქნება... მართალია, შესაძლებელია წყლიდან წყალბადის გამოყვანა ლითონის სოდის დამატებით, მაგრამ ეს უკანასკნელი მეტად ძვირი ღირს და უზარმაზარი რაოდენობით უნდა დაემატოს. __ განუცხადა მან ჟურნალისტებს. ენრიჰტის პასუხი მარტივი გახლდათ:"კიდევ კარგი, რომ მე არ ვიყენებ ლითონის სოდას ჩემს ფორმულაში". ენრიჰტის პატიოსნებას თავდებად დაუდგა მისი მეზობელი __ ცნობილი ბიზნესმენი ფრანკლინ იოკუმი. მართალია, ენრიჰტი ჯიუტად ამბობს უარს თავისი აღმოჩენის შემდგომ დემონსტრირებაზე, იმიზეზებდა რა საწყისი კომპონენტების არქონას. " ნიუ-იორკში დავაპირე წასვლა მათ საყიდლად", __ უთხრა გამომგონებელმა ჟურნალისტებს, __ მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ მე თვალყურს მადევნებდნენ ასე რომ ხელცარიელი დავბრუნდი". ერთხელ ენრიჰტს ეწვია საავტომობილო მეფის ჰენრი ფორდის მდივანი და შესთავაზა დეტროიტში, შტატების მანქანათმშენებლობის დედაქალაქში, წაჰყოლოდა. იქ მას მოუთმენლად ელოდა ბოსი. ფორდთან აუდიენცია ზუსტად ერთ საათს გგრძელდა. ამის შემდეგ საავტომობილო მეფემ მიიღო ენრიჰტის მიპატიჟება, სწვეოდა მას სახლში, რადგან გამომგონებელი უარს ამბობდა თან ეტარებინა ნივთიერება. ლუისის სახლის წინ მდელოს რომ ეწვია, ფორდმა განაცხადა, რომ იყიდის ნივთიერების წარმოების უფლებას, თუ ის გამოცდას გაივლის მის ლაბორატორიებში. როგორ მოიქცა ენრიჰტი? საინტერესოა, რომ თავისი პირველი თაღლითობა მან განახორციელა 1890 წელს, შეაგროვა რა კოლორადოს შტატის გულუბრყვილო მოქალაქეებისგან რკინიგზის მშენებლობისათვის კანიონ-სიტიდან კრიპლ კრიკამდე.მაშინ ლუისის დაპატიმრება მოახერხეს, მაგრამ მისი დანაშაულის სერიოზული მტკიცებების წაყენება ვერ შეძლეს.ამას მოჰყვა თაღლითობათა მთელი სერია, თუმცა ისინი ნაკლებად წარმატებული იყო. ერთ-ერთმა რეპორტიორმა მალე გამოჩხრიკა ლუის ენრიჰტის ბიოგრაფიის ეს და სხვა ფაქტები. ადგილობრივმა პრესამ მისი მამხილებელი სტატია დაბეჭდა. ბევრი გამოაფხიზლა ამან, მაგრამ არა ჰენრი ფორდი. "მაგიური ფორმულის" დემონსტრირების შემდეგ მან თქვა, რომ მისთვის წარსულს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა და 10 000 დოლარი ავანსად მისცა თაღლითს. ლონგ-აილენდის მცხოვრებნი კი აღელდნენ. საქმე ისაა, რომ ენრიჰტი მუდმივად ასაღებდა მატ რაღაც "რადიო-წყალს", რომელსაც უნდა გაეზარდა ქათმების კვერცხის მდებლობა. რეალურად კი ქათმები ოდნავადაც კი არ რეაგირებდნენ, ახლა კი ისიც გაირკვა, რომ მათი მეზობელი თაღლითია... მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაზეტებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ იარაღის ფანბრიკანტმა ნიუ-ჯერსიდან ერთი მილიონი ნაღდი ფული და ასი ათასი თავისი ფირმის აქციებში გადაუხადა ენრიჰტს, რატა ერთობლივი პროექტის შემუშავების უფლება ეყიდა. ფორდმა მაშინვე განაცხადა, რომ უკვე იყიდა ყველა უფლება "ფორმულაზე" იარაღის კორპორაციამ ტყუილში დაადანაშაულა იგი. საბოლოოდ წააგო საავტომობილო მაგნატმა, რადგან მხოლოდ თავისი კონტრაგენტის პატიოსან სიტყვას ენდო. ფორდმა ყველა კონტაქტი გაწყვიტა ენრიჰტთან, სამუდამოდ გამოემშვიდობა ცდებისთვის გადაყრილ ფულს და მოხიცისთვის გამოსაცდელად ნაჩუქარ ავტომობილს. იარაღის კომპანიის აქციებმა წინანდელტან შედარებით ორმაგად აიწია. ფირმამ მილიონი გამოიმუშავა, ხოლო შემდეგ მისმა პრეს-მდივანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ენრიჰტთან არავის არავიტარი კონტრაქტი არ დაუდია . როგორც ჩანს, ფირმის ინჟინრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენრიჰტის ფორმულა სხვა არაფერია, თუ არა წარმოსახვის ნაყოფი, და მენეჯერებმა, რომლებმას ერთი-ორად მეტი კომპენსაცია მიიღეს ბირჟაზე თამაშით, გადაწყვიტეს გაფრთხილებოდნენ რეპუტაციას და იხტიბარი არ გაეტეხათ. ენრიჰტი გამდიდრდა, მაგრამ ესეც ეცოდავა. მან შეთანხმება დაუდო მეზობელ მილიონერ იოკუმს, როელსაც იმთავითვე ურყევად სწამდა "ფორმულისა" . ერთი თვის შემდგეგ იოკუმმა სასამართლოში უჩივლა პარტნიორს. მტრულ სახელმწიფოსთვის ხელის შეწყობაში და "ფორმულის" გერმანიაში გადაგზავნის მცდელობაში დაადანაშაულა ენრიჰტი. როგორც ჩანს, ენრიჰტი გერმანელ მზვერავ ფრანც ფონ პაპენს ხვდებოდა... გამოძიებას ენრიჰტმა განუცხადა, რომ პაპენმა მოღალატეობაში 10 000 დოლარი შესთავაზა, მაგრამ მან ის გააგდო, მიუთითა რა კარზე. ენრიჰტის სახლისა და ბინის სეიფის ჩხრეკისას ფორულასთან დაკავშირებული ვერანაირი ქარალდი ვერ აღმოაჩინეს. ენრიჰტმა განაცხადა, რომ დოკუმენტები დაწვა, რათა ისინი მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. და მაინც, ეს ამბავი ციხით დამთავრდა. ენრიჰტს თაღლითობის გამო 3 წელი მიესაჯა. მაგრამ დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხა 1916 წლის აპრილში მოხუცმა გაებრიყვებინა რეპორტიორები__ ის ხომ ბაკში მართლა წყალს ასხამდა..