ეს იყო ყველაზე გახმაურებული სკანდალი ფინანსურ სამყაროში გასული მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ოთხმა ახალგაზრდა ამერიკელმა გააცურა ბიზნესმენებს შორის ყველაზე სოლიდური და პატივსაცემი დაწესებულება__ინგლისის ბანკი__ აართვა რა მას 100 000 ფუნტი სტერლინგი, რაც ამჟამინდელი მყიდველობითი უნარით დაახლოებით 8 ან 9 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის. ამ თაღლითობის ამბავი ჯერაც ჩამოურეცხავ ლაქად რჩება ამ ბანკის რეპუტაციაზე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? აი როგორ: მსოფლიოს ფინანსური ბასტიონის წინააღმდეგ შეთქმულების მეთაური გახლდათ ოცდაშვიდი წლის ოსტინ ბაირონ ბიდუეული, ყოფილი ნიუ იორკელი ბროკერი. თავის კოლეგა ედ უიდსთან ერთად ოსტინი დიდ ვალებში ჩაეფლო და მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა უოლსტრიტზე. საბოლოოდ გაკოტრებას ხელი შეუწყო ხელგაშლილად და ფუფუნებით ცხოვრების ჩვევამაც. 1872 წელს ორივე ახალგაზრდა იძულებული გახდა გაქცეულიო ნიუ იორკიდან, რათა კრედიტორებს დამალვოდნენ. ოსტინის ძმა__ჯორჯ ბიდუეული__ადრეული ბავშვობიდან ამჟღავნებდა კერძო მოქალაქეებისთვის ფულის წართმევის ხელოვნებისკენ მიდრეკილებას, ხოლო 1872 წელისავის უკვე მოესწრო სასჯელის მოხდა არასებულ სახლებით ვაჭრობის გამო.რადგან იმ დროისთვის სხვა საქმე არაფერი ჰქონდა, მან გადაწყვიტა გაქცეულებს შეერთებოდა. მათთან ერთად ლონდონში გაემგზავრა ჯორჯ მაკდონელიც __ არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობდა ექვს ენაზე, შესანიშნავად ხატავდა და ხელიდან წასული ყალბი ფულის მჭრელიც გახლდათ. სწორედ მანდ დაამზადა კომპანიისთვის თავის გასატანად დაახლოებით 40 ათასი დოლარის ოდენობის რამოდენიმე ყალბი აკრედიტივი. ევროპაში რომ ჩავიდნენ, მეგობრებმა დაუყოვნებლივ ფულად აქციეს ისინი. ახლა მათ ჰქონდათ სასტარტო კაპიტალი. ოსტინმა, რომელიც კარგად იცნობდა საბანკო საქმის მექანიკას, შეიმუშავა ოპერაციის დაწვრილებიტი გეგმა. თავდაპირველად მან გახსნა ანგარიში ინგლისის ბანკში__ გამოგონილ სახელზე. მისი სამი თანამზრახველი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა და იქიდან დაიწყეს სხვადასხვა ოდენობის ფულის ოსტინის ანგარიშზე გადმორიცხვა. ოსტინმა თავის მხრივ, მრავალჯერ გადაუგზავნა მათ ფული __ სხვადასხვა ბანკებში. ამგვარად, ბანკირებს ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი მეტად დინამიურ ბიზნესს ეწეოდა. ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა ასობით ფინანსური ოპერაცია ერთი და იმავე ფულით. ბანკის ფხიზელი კლერკები აღარ ამოწმებდნენ ოსტინის ჩეკებსა და სხვა ფინანსურ განკარგულებებს, რადგან ისინი მუდამ წუნდაუდებელი იყო. დადგა დღე, როცა ბიდუელი მივიდა ბანკის მმართველთან და ერთ მსხვილ აქციაში __ ბრაზილიაში რკინიგზის მშენებლობაში __ დახმარება სთხოვა. ამ საქმეში თავის მომავალ კომპანიონთა შორის მან დაასახელა ბარონი როდშილდი და მისი სარეკომენდაციო წერილი აჩვენა .მმართვემა შესანიშნავად იცოდა ბარონის __ ევროპის ყველაზე მდიდარი კაცის ხელწერა და ერთი წუთითაც არ შეუტანია ეჭვი ქაღალდის სიყალბეში. მეორე დღეს ოსტონმა ბანკში მოიყვანა თავისი "ბრაზილიელი" კომპანიონიც __ მაკდონელი, რომელიც უნაკლოდ ლაპარაკობდა პორტუგალიურად და ესპანურად.მაკდონელმა გამოთქვა სურვილი ინგლისის ბანკში ანგარიშზე დაიდო რამდენიმე ათეული ათასი ბრაზილიის ეროვნული ბანკის ფასიან ქარალდებში. იმ დროს სატელეგრაფო კავშირი ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის ჯერ არ არსებობდა და დოკუმენტების შესამოწმებლად ფოსტისთვის უნდა მიემართათ. პასუხს სამ თვეზე ადრე ვერ მიიღებდნენ... 100 000 ფუნტის ოდენობის კრედიტი ნიუ იორკში გადაირიცხა. რკინიგზების მშენებლობა მომგებიანი მაგრამ არც თუ ისე სწრაფი საქმე იყო, ამიტომ ინგლისის ბანკი მოთმინებით აღიჭურვა. თანდათანობით მოდიოდა ფინანსური განკარგულებები ოსტინისგან და ბოლოს მის ანგარიშზე ერთი პენსიც აღარ დარჩა. მალე როდშილდთან მიოწერაში ინგლისის ბანკის მმართველი დაიტერესდა ბრაზილიის საქმეში ბარონის მონაწილეობის ხარისხით. ფრანგი ფინანსისტის გაოცებამ, ამ შეკითხვას რომ მოჰყვა, მის ინგლისელ კოლეგას თვალები აუხილა. ამას მოჰყვა სკანდალი, რომელმაც ტავზარი დასცა ლონდონის სიტის. იაფასიანმა ქაღალდებმა გააცურეს ყველაზე აყვავებული ბანკი იმ დროსთვის მსოფლიოში! ერთი წლის შემდეგ, წმინდა შემთხვევითობის წყალობით, მარჯვე ამერიკელები დააპატიმრეს, ___ ოსტინს ამსტერდამში ბრილიანტებით განთქმულ აუქციონზე წასვლა მოეპრიანა... ყველა თაღლითმა გრძელვადიანი სასჯელი მიიღო, მაგრამ 1872 წლის შემთხვევის ხსენებისას ინგლისის ბანკის მოხელეები დღესაც წითლდებიან და დუმილს ამჯობინებენ.