შოუბიზნესი ნუკა გვალია - "ძალიან ველოდი ამ მომენტს" ( + ბევრი უცნობი ფოტო) 2013, 24 აპრილი, 15:21 "დადგა დრო რომ უკვე მომინდა მივიღო მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში და გადავწყვიტე გავიდე საქართველოს ვარსკვლავის ქასთინგზე ზეგ ან მაზეგ :)) მისურვეთ წარმატება ))) " - ასე მიმართა ნუკა გვალიამ 13 თებერვალს საკუთარი სოციალური ქსელიდან მეგობრებს. მაშინ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ იცნობდა ამ გოგონას. კასთინგი ჩატარდა და ნუკას ნიჭზეც ყველა ალაპარაკდა. ის 20 წლისაა, დაოჯახებულია ერთი წლით უფროს, ნიკა კობახიძეზე. მათ ოჯახურ ცხოვრებას წინ 5 წლიანი სიყვარულის ისტორია უძღვოდა. როგორც ჩანს გოგონას სიმღერის ნიჭი გენეტიკის დამსახურებაა. ის ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. თურმე, როდესაც ეკა სხვა ბავშვებს სიმღერაში ამეცადინებდა, ნუკი მეორე ოთახში იდგა და ყველაფერს იმეორებდა. მერე იყო პერიოდიც, როცა დედას სთხოვა რომ ისიც ემეცადინებინა. თუმცა ამ პერიოდმა მალე გაუარა. ეკამაც ძალა არ დაატანა, ის არასოდეს ცდილობდა მისთვის კარიერა გაეკეთებინა, რადგან უნდოდა რომ შვილს თვითონ მიეღწია წარმატებისთვის. ალბათ დედა დარწმუნებული იყო, რომ მისი გოგონას ნიჭი მაინც აუცილებლად დაფასდებოდა. "ნუკა იმსახურებს, რომ იყოს წარმატებული მომღერალი" - ამბობს ის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნუკასთვის "საქართველოს ვარსკვლავი" პირველი პროექტი არ არის, ის ბათუმში გამართულ "Golden Talent 2011"-შიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო, როცა ის ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. მის თაყვანისმცემლებს ალბათ აინტერესებთ თუ სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ არ სჩანდა არსად. ამაზე მან "პრაიმ-თაიმ"-თან საუბარში ახსენა რომ: „მინდოდა უფრო დავხვეწილიყავი და ისე გავსულიყავი. ის წლები მეცადინეობასა და ხმის დახვეწაში გავატარე, ბოლოს კი, როცა ჩემს თავში დავრწმუნდი და მივხვდი, რომ შემეძლო, გავედი კიდეც. ვთქვი, ახლა ხალხმა შემაფასოს-მეთქი, ძალიან ველოდი ამ მომენტს... ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როცა ვიცი, რომ მეტი შემიძლია, მეტს მოვითხოვ ჩემი თავისგან. ამიტომ, როცა ვთქვი, უკმაყოფილო ვარ ჩემი სიმღერით-მეთქი, ზოგიერთმა კომენტარებში დამიწერა, თავში აუვარდაო. არ ვიცი ასე რატომ გაიფიქრეს, მე ხომ ვიცი იმ დღეს ყელი რა ცუდ დღეში მქონდა, ვღელავდი, ხმა არ ჩამიწყდეს-მეთქი. მაგრამ გავედი და ვიმღერე, ალბათ, ნორმალურად, რადგან ბევრს მოეწონა, თუმცა მე დიდად არა, მე ხომ ვიცი რა შემიძლია. ემოციური ვარ, ამიტომ, როდესაც ოქროს ბარათი გადმომცეს, სიხარულისგან ავკანკალდი..." ნუკას ნამღერით უკვე მთელი საქართველო აღფრთოვანებულია, ვუსურვოთ წარმატებები ნიჭიერ მომღერალს და გთავაზობთ თვალი გადავავლოთ მის არც თუ ისე ცნობილ ფოტოებს. 487 16-ს მოსწონს 1-ს არა
|