შოუბიზნესი ნინი ბადურაშვილის ქორწილი შედგა! 2012, 22 ოქტომბერი, 20:46 საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელმა, ულამაზესმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საკუთარი ბედი მოსკოვში მოღვაწე ყოფილ წყალბურთელს, (ამჟამად კი ბიზნესმენს) 31 წლის ირაკლი კუტალაძეს დაუკავშირა. ქორწილი ოქტომბერში იყო დაგეგმილი და ასეც მოხდა... ცერემონია 20 ოქტომბერს შედგა... ამ ფაქტის ამსახველი ფოტო კი ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელით თვითონვე გაასაჯაროვა საკუთარ სოციალურ ქსელზე ახლადდაქორწინებულმა მომღერალმა. ასევე დადასტურებული ინფორმაციით ნინი საცხოვრებლად მოსკოვში გადადის. ისღა დაგვრჩენია წყვილს ბედნიერება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ნინი მოსკოვშიც ცნობილი მომღერალი გახდება. 4930 11-ს მოსწონს 2-ს არა
|