x
image
t.x.
გვავნებს თუ არა გათვალვა?!

imageადამიანის წარმოთქმულ სიტყვას დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს. უნდა აკონტროლოთ აზრები, რომ უნებურად რამე არასასურველი არ წამოგცდეთ. ყველა სიტყვა ატარებს გარკვეულ ენერგეტიკას და უდიდესი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. რაც მეტად გაბრაზებული საუბრობს ადამიანი, მით უფრო მძაფრია ემოციური ფონი და სიტყვაც მეტ ენერგეტიკას იძენს. სიტყვასაც მეტი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია სხვა ადამიანზე. ამას შეიძლება სიტყვით გათვალვა ვუწოდოთ. ავმა სიტყვამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს: ნევროზი, მელანქოლია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა. ამ დროს ექიმს დიაგნოზის დასმა უჭირს.

ხშირად ხდება ხოლმე როცა დედა გეტყვის არ გაცივდეო, სწორედ მაშინ ცივდები ან არ დაეცეო, მაშინ დაეცემით. ამ დროს დედა პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ გულში ფიქრობდეს: ნეტავ არ დაშავდეს, ნეტავ არ გაცივდესო. ასეთი ქმედება კი არ გაგთვალავს, პირიქით დაგიცავს.

ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს ადამიანებზეც მოქმედებს. შურიანი ადამიანის თვალმა შეიძლება ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს. ცუდი მზერისა და მოლაყბე ადამიანს უნდა მოვარიდოთ ბავშვებიც. ზოგიერთ ადამიანს აქვს კარგად განვითარეული ინტუიცია და თავისდაუნებურად ერიდება ავსიტყვა და ავთვალა ადამიანებს. ასეთი ადამიანები წინასწარ გებულობენ მოსალოდნელ საფრთხეს. მართალია, მომავალს ვერ შეცვლი, მაგრამ მაინც უნდა შეეცადო მის გადასხვაფერებას.








0
232
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0