x
image
თაზუ
უგემრიელესი სამარხვო თაფლაკვერები
imageშემადგენლობა:

1ჭიქა შაქარი

1ჭიქა წყალი

2 სადილის კოვზი თაფლი


1 ჩაის კოვზი სოდა

2 სადილის კოვზი კაკაო ან ყავა

0.5 ჭიქა ქიშმიში

0.5 ჭიქა დაფერფლილი თხილი

0.5 ჭიქა მცენარეული ზეთი

1.5-2 ჭიქა ფქვილი


მომზადების წესი:

ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავამატოთ წყალი და მცენარეული ზეთი, ცოტა შევათბოთ და დავამატოთ თაფლი. მოვურიოთ, რათა თაფლი და შაქარი გალღვეს.

image


ცალკე ჭურჭელში ავურიოთ ყავა ან კაკაო სოდასთან

image


მიღებული დავუმატოთ თაფლს წყალსა და ზეთს და ისე მოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთიანი მასა

image


დავამატოთ ქიშმიში და თხილი

image


დავამატოთ ფქვილი და ისე ავურიოთ, რომ მასა დაემსგავსოს სქელ სმეტანას.

image

გამოვაცხოთ რაიმე ფორმაში, 30-35 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. image

გემრიელად მიირთვით.

2
396
2-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
396
  
2013, 28 აპრილი, 23:35
მადლობა
2013, 25 აპრილი, 0:21
კარგია
0 1 2