საქართველო შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე პოლიტპატიმრებს ერთობლივი პოზიცია არ აქვთ 2013, 23 აპრილი, 17:10 ყოფილი პოლიტპატიმრის მელორ ვაჩნაძის განცხადებით შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე პოლიტპატიმრებს ერთობილი პოზიცია არ აქვთ.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთად დაკავშირებით, რომ პოლიტპატიმრების ნაწილი მხარს უჭერს ქართული ოცნების კანდიდატს.თუმცა ოცნებაშიც მემგონი აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მელორ ვაჩნაძემ დღეს პრაიმტაიმის პრეს კლუბში გააკეთა განცხადება, რომ პოლიტ პატიმრებს არ აქვთ ერთობლივი პოზიცია და აზრი და თუ ვინმე უჭერს რომელიმე კანდიდატს მხარს ეს ხდება ინდივიდუალურად..
ამ თემაზე არ ყოფილა შეკრება და არ მიღებულა არანაირი გადაწყვეტილება, რომ ერთობლივი პოზიციის დაფიქსირება მომხდარიყო და რომელიმე კანდიდატისთვის გამოეცხადებინა 190-ვე პოლიტ პატიმარს მხარდაჭერა.ყველას აქვს უფლება მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, თუმცა არასწორია როდესაც მთლიანი გუნდის სახელით ხდება საუბარი და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი განცხადების გაკეთება.აცხადებს მელორ ვაჩნაძე
შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართება, ნაძალადევის რაიონში კანდიდატთა უმრავლესობა აცხადებს, რომ სწორედ მათ უჭერს პოლიტ პატიმრების უმრავლესობა მხარს. პ.ს - მოკლედ რა მოხდება არავინ არ იცის ვინ ვის უჭერს მხარს ეგეც გასარკვევია და მემგონი თვითონაც ვერ გაურკვევიათ. 10 1-ს მოსწონს
|