x
image
ია გელიტაშვილი
მხოლოდ საქართველოში

მხოლოდ საქართველოში
1-ქალიშვილობის მოდური ინსტიტუტი
2-მხოლოდ საქართველოში წიგნებს მზითებში მხოლოდ იმიტომ ატანენ, რომ დედამთილის თვალში წიგნი რამედ გამოჩნდეს (წიგნი მაინც რამედ გამოჩნდეს)
3-ლამაზი გოგოები ცუდი ყოფაქცევის ჰგონიათ (პირდაპირ შემეძლო დამეწერა რაც ჰგონიათ, მაგრამ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც ამ სიტყვის გულისთვის სტატიას დამიბლოკავდა, ის ადამიანი რომელიც რეალობას ვერ უსწორებს თვლას )
4-კითხულობენ წიგნებს მოდისთვის და რაც მოდაშია
5-მხოლოდ ჩვენთან ყოველი ინგლისური სიტყვა მათთვის მშობლიურია ქართული? (ხანდახან საერთოდ არ ესმით)
6-მხოლოდ საქართველოში რატომღაც მოდაშია ბრიტანეთის დროშა (იმიტომ რომ ლამაზია ნებისმიერს რომ შეეკითხო შეიძლება ვერ გიპასუხოს რისი ან ვისი სიმბოლო და დროშაა უბრალოდ ლამაზია)
7-მხოლოდ ჩვენთან ყველა სატელევიზიო კონკურსში იმარჯვებს სიმპატიური ბიჭი.გოგოები უმესიჯებენ და საკმარისია გაიგონ, რომ ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავს, რომ ის იმ კვირასვე დატოვებს პროექტს..
8-ადამიანს "გადაუვლიან" კინოში განსახიერებული როლის გამო.
9-მხოლოდ ჩვენთან ბავშვები წეროებს მოჰყავთ და მერე საყვარლებში დადიან
10-კითხულობენ "ისეთ" წიგნებს მერე მალავენ, მერე აკრიტიკებენ თუმცა ღამღამობით მათ გარეშე ვერ იძინებენ
11-მხოლოდ აქ გაუგიათ ჯინსების თაობა "გაუგიათ" არ წაუკითხავთ თუმცა სიამაყით აცხადებენ ააა ეგ კი მაგარი წიგნია გოგო წაიკითხე..
12-მხოლოდ აქ "კბენენ" 11 წუთს
13-მხოლოდ საქართველოში თმას თუ შეიღებავ შენ ყავასაც დალევ და შიშველიც იბანავებ
14-აჩენენ უამრავ შვილს სახელმწიფოსა და მეზობლის იმედზე
15-მხოლოდ ჩვენთან: კლუბში თუ დაგინახეს...ნუ მოკლედ არ უნდა დაგინახონ
16-კაცები: არაა მაგას ჩემს ცოლს ვერ ვაკადრებ, არადა ცოლს უნდა, რომ აკადრონ..აკადრებს მერე ვინმე სხვა და კარადის დალაგებაც იწყება
17-მხოლოდ ჩვენთან გაუგიათ მაგრამ არ სჯერათ, უნახავთ მაგრამ არ სჯერათ და არ უნახავთ და სწორედ ეგ სჯერათ..
18-აქ ტყვია ესროლეს ილიას..
19-აკეთებენ, უსმენენ, დადიან, არ აღიარებენ..სცხვენიათ........
კიდევ ბევრია, თუმცა არ მინდა ჩემი ქვეყანა კიდევ გავაკრიტიკო, ჩემი ქვეყანა მზიანი კოხტა.......

imageimageimage


0
101
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ია გელიტაშვილი
ია გელიტაშვილი
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0