შოუბიზნესი გაეყრებიან თუ არა ერთმანეთს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი ? 2013, 23 აპრილი, 11:51 ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი დაქორწინდნენ 2012 წლის ოქტომბერში და უკვე გასულ ორი კვირის წინ პრესაში გავრცელდა ხმები, რომ მათ შორის არც თუ ისე კარგად არის ყველაფერი.
ცნობილი სახეები ერთმანეთთან ვერ პოულობენ საერთო ენას. ახლო ჟამებში კი მუსიკოსი ჯასტინ ტომბერლეიკი მიემგზავრება სპეციალური ტურით, რის გამოც იძულებულია დატოვოს მეუღლე დროებით მარტო.
თუ გავიხსენებთ მათ ქორწინებას, ის ძალზედ ხმაურიანად შედგა.(ამ ქორწინებაზე საუბრობდა ყველა ვისაც კი არ დაეზარა ამაზე საუბარი).
საინტერესოა იქნება თუ არა ასეთივე ხმაურიანი განქორწინება.
ჯასტინ ტიმბერლეიკსა და ჯესიკა ბილს შორის უთანხმოება მოხდა. სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ჩვენ ვათვალიერებდით მათი ქორწილის ფოტოებს და განვიხილავდით სადღესასწაულო დეტალებს. აღსანიშნავია რომ ჰოლივუდში გაისმა სამწუხარო ხმები - მათი უთანხმოების შესახებ. თუმცა გაყრაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, მაგრამ მსახიობი ჯესიკა ბილი აპირებს დაფიქრდეს, იმაზე თუ რამდენად სწორი ნაბიჯი გადადგა მან, როცა საკურთხეველთან მუსიკოსთან ერთად გაეშურა. ჯესიკი ბილის მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ მეუღლე დიდ დროს ატარებს გადაღებებზე და ვერ ახერხებს ნახვას.ამბობს: - ''მეუღლეს ვნახულობ მხოლოდ მაშინ როცა ემზადება გადაღებისთვის''. ჯასტინი კი არ აპირებს გადაღებებზე უარის თქმას, უფრო მეტიც მალე გამოვა რამდენიმე ფილმი მისი მონაწილეობით. ამის შემდეგ რთულია იმის თქმა, რომ ჯასტინის მეუღლისათვის გამოენახა დრო. რაც შეეხება ჯესიკას ის ძალიან განიცდის ამ მდგომარეობას და მსახიობმა ოჯახური მდგომარეობა სხვა მხრიდან წარმოაჩინა. ჯესიკა მზად არის მისი კარიერა გვერდზე გადადოს, ნაკლებ ფილმებში მიიღოს მონაწილეობა და მეტი დრო დაუთმოს საყვარელ ადამიანს. უფრო მეტიც, თუ მივენდობით გავრცელებულ ხმებს, ლამაზმანს ძალიან უნდა შვილი. მიუხედავად იმისა რომ მათ შორის წარმოიშვა გარკვეული უთანხმოება, მათ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ იქონიონ იმედი იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ გაეყრებიან. მოგეხსენებათ, ჯასიტინსა და ჯესიკას შორის დაქორწინებამდეც მომხდარა უთანხმოება. ისინი დაშორებულებიც იყვნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ბოლოს მაინც შერიგდნენ და დაქორწინდნენ კიდევაც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევიტყობთ ამ წყვილის შესახებ არა გაყრაზე, არამედ ოჯახის წევრის მომატებაზე. 29 2-ს მოსწონს
|