x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რას მივირთმევთ?!

image

მეცნიერულად დადგენილია, რომ საკვები მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.ის, რომ გამუდმებით ჩნდება ახალ-ახალი დაავადებები სწორედ დაბინძურებული საკვების “დამსახურებაა". საქართველოს ბაზრებზე მრავლადაა ხილ-ბოსტნეულის პროდუქტები, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის და ხშირ შემთხვევაში ჯანმრთელობისათვის საზიანოა, თუმცა ამ მხრივ არც საქართველოში მოყვანილი ბუნებრივი პროდუქტებია სახარბიელო მდგომარეობაში: თუ უცხოეთიდან ძირითადად გემოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეული შემოდის, ადგილობრივი პროდუქტი მეტწილად შხამ-ქიმიკატებითაა გაჯერებული.მომხმარებლის თვალი კი ყოველთვის უკეთესი შესახედაობის პროდუქტზეა მიპყრობილი და იშვიათად თუ დაფიქრდება მის მავნებლობაზე ხოლმე.არადა, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ნატურალური პროდუქტი უფრო ცუდი შესახედაობისაა, სამაგიეროდ მეტად გემრიელი და რაც მთავარია, ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე გემოდიფიცირებული ან შხამ-ქიმიკატებით მოყვანილი ხილ-ბოსტნეული.

გარდა ზემოთნახსენები მავნე პროდუქტის სახეებისა, ბოლო პერიოდში მძიმე სურათი ყალიბდება გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, კერძოდ, სოფლებში ხდება დაბინძურებული წყლით რწყვა, რასაც ემატება რეგიონებში ნაგავსაყრელების არარსებობა, რაც მავნე ნარჩენების გაფანტვას იწვევს.ეს უკანასკნელი მეტად მძიმე დაავადებების გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს, როდესაც ის საკვებ პროდუქტში მოხვდება, ეს კი გარდაუვალია ასეთ პირობებში. რეგიონებში მცხოვრებლები ან იქ გავლით მყოფები დაკვირვებული თვალით ადვილად შეამჩნევენ ხეხილსა და ბოსტნეულზე მოდებულ ცელოფნებს, ნაკვეთებში დაყრილ სხვადასხვა შხამ-ქიმიკატის ჭურჭელს .ყველაფერი ეს თანდათან, ქიმიური რეაქციის შედეგად პროდუქტების გზით ჩვენს ორგანიზმში აღწევს.შედეგები კი სავალალოა, იგი სიმსივნისა და უშვილობის გამომწვევია.

ალბათ, დროა უკვე, რომ სოფელს მხოლოდ ახალი სათესლე ჯიშების გამოყვანითა და ტექნიკით კი არ მიექცეს ყურადღება, არამედ ლაბორატორიულად შემოწმდეს იქ მოყვანილი ნებისმიერი პროდუქტი და დაცულ იქნას ეკოლოგიური პირობები.

0
63
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0