სისხლის სამართალი მასობრივი მკვლელობა ბელგოროდში 2013, 23 აპრილი, 8:58 გუშინ 22 აპრილს საშინელი სისხლიანი მკვლელობა მოხდა ქალაქ ბელგოროდში, მაღაზია ''Охотa"-სთან.უმისამართო და უაზრო სროლის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 3 გამყიდველი, გამვლელი მამაკაცი და ორიც გოგონა, 14 და 16 წლის.(ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.)პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელები იყვნენ ორნი.ისინი გაქცევისას შეეჯახნენ სხვა მანქანას, რომლის საჭესაც ქალი უჯდა.სწორედ მან დაინახა სავარაუდოდ დამნაშავეები.მალე დადგინდა დამნაშავის ვინაობაც.იგი გახლავთ 4-ჯერ ნასამართლევი 32 წლის ბელგოროდში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც კოლონიიდან ბოლოს 2012 წელს განთავისუფლდა, შ.ს.ს-ს ვერსიით დამნაშავეებს უნდოდათ მაღაზიის გაძარცვა, არსებობს სხვა ვერსიაც, Газета.ру-ს ცნობით კონფლიქტის მიზეზი, შეიძლება მაღაზიასთან დატოვებული პატრონის გაკაწრული ავტომობილი BMW-ც გამხდარიყო. 73 3-ს მოსწონს
|