რას ხედავენ სურათზე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები?
- ოპტიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა.
- პესიმისტი ფიქრობს, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია.
- რეალისტი ფიქრობს, რომ ეს ჭიქაა, რომელშიც წყალი ასხია.
- ინჟინერი ფიქრობს, რომ ჭიქა საჭირო ზომაზე ორჯერ დიდია.
- იდეალისტი ფიქრობს, რომ ერთხელაც ისეთი წყალი, როგორიც ჭიქაშია, ულევი ენერგიის წყარო გახდება და ომები დასრულდება.
- კაპიტალისტი ფიქრობს, რომ თუ მას შესაბამისად შეფუთავს და კარგ სახელს მოუფიქრებს, ფულს იშოვის.
- კომუნისტი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული წყალი ყველას თანაბარი რაოდენობით ეკუთვნის.
- შეთქმულების თეორიების მოყვარული ფიქრობს, რომ მთავრობამ წყალში ისეთი ნივთიერება გაურია, რაც ხალხის გაკონტროლებას გაუადვილებს.
- სექსისტი ფიქრობს, რომ წყალი საკმარისი არაა, ამიტომ ჭიქა ცოლმა უნდა შეუვსოს.
- ნიჰილისტი ფიქრობს, რომ არც წყალი არსებობს და არც თვითონ.
- ალკოჰოლიკი ფიქრობს, რომ ჭიქაში არაყი ასხია და სასწრაფოდ უნდა შეისვას.
- კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ჭიქა უშნო ფორმისაა.
- ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ ურთიერთობა ჭიქასა და მასში არსებულ სითხეს შორის დაკვირვებით უნდა იქნას შესწავლილი.
- ამერიკელი ფიქრობს, რომ წყალი უნდა დაიშაქროს და ოფიციანტმა დროზე მოუტანოს.
- ცინიკოსს არც კი სჯერა, რომ ჭიქაში რამე ასხია.
- კლეპტომანი ფიქრობს, ჩაეტევა თუ არა ჭიქა მის ჯიბეში.
- ქრისტიანი ფიქრობს, რომ 2000 წლის წინ ასეთი წყალი ღვინოდ იქცა.
- მუსლიმი ფიქრობს, რომ ჭიქა შეიძლება შეურაცხყოფდეს მის რელიგიას.
- ფრიადოსანი ფიქრობს, რომ ჭიქაში არსებული სითხე არის H2O.
- ველური ფიქრობს, რომ ეს გამჭვირვალე საგანი უბედურების მომტანია.
- რასისტი ფიქრობს, რომ ჭიქას მის ქვეყანაში არაფერი ესაქმება.
- მეამბოხე ფიქრობს, რომ ჭიქა უნდა დაიმსხვრეს.
- ნარკომანი ფიქრობს, რომ ჭიქა ნიანგს ჰგავს.
- ქერათმიანი ფიქრობს, რომ ჭიქა რაღაცით გავს იმას, დასალევად რომ იყენებენ
ხოლმე.