კულტურა ვარსკვლავების ტოპ ათეული, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებს საზოგადოებას 2013, 22 აპრილი, 11:40 ამერიკულმა ჟურნალმა Star-მა შეადგინა მსოფლიო ვარსკვლავების სია, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებს საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვინც ამ არასასურველ რეიტინგში მოხვდნენ, ძალიან პოპულარულები არიან, ხშირად იწვევენ ხალხში უარყოფით ემოციებს. შარშან ამ რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა სელენა გომესი, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა მსახიობი გვინეტ პელტროუ. პელტროუ თავისი 40 წლის ასაკში მშვენივრად გამოიყურება(მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა აღიარა, რომ ცუდად გაუკეთეს ბოტოქსი) და მონაწილეობას იღებს ყოველთვის ძლიერ ფილმებში(ბოლო მათგანი - "რკინის კაცი 3"- რობერტ დაუნი-უმცროსთან ერთად მონაწილეობს ამ ფილმში), მაინც ამერიკელების უმრავლესობას არ მოსწონს და აღიზიანებს გვინეტი. გვინეტი აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეკლამას უკეთებს ფიტნეს კლუბებს და კოსმეტიკას. უბრალო ხალხის აზრით, გვინეტი "ზედმეტად მართალია" და უკვე ზედმეტად ეჩხირებათ თვალში. მეორე ადგილზე აღმოჩნდა "ბინდი საგა"-ას მთავარი როლის შემსრულებელი კრისტიან სტიუარტი. აქ ახსნაც კი არ არის საჭირო-კრისტიანი ხვდება რობერტ პატინსონს, რომლის ფანების დიდი არმიაც ელოდება, თუ როდის დაშორდებიან ისინი ერთმანეთს სამუდამოდ. ეს კი მაინც არ ხდება-ახლახანს სტიუარტმა თავისი დაბადების დღე პატინსონთან ერთად აღნიშნა. ამგვარად, პატინსონის თაყვანისმცემლებს აქვთ მიზეზი, რომ სძულდეთ ეს ქალი. მესამე ადგილზე მოულოდნელად აღმოჩნდა ჯენიფერ ლოპესი. გამოკითხულთა აზრით ჯენიფერი ზედმეტად ზრუნავს თავის გარეგნობაზე და ყოველთვის საკუთარი თავის სიყვარულს ავლენს. მეოთხე ადგილი დაიკავა მუსიკოსმა, ჯონ მაიერმა, რომელმაც პოპულარობა თავისი საშინელი ქცევებით მოიპოვა. ჯონი თავს უფლებას აძლევს, რომ გამოლანძღოს და აგინოს ჟურნალისტებს. ვის მოეწონება ეს? მეხუთე ადგილზეა კეტრინ ჰეიგლი, რომელმაც თავი ვერ შეაყვარა მაყურებელს თავისი გადამეტებული გულწრფელობით. მეექვსე ადგილზეა ჟურნალისტი მეტ ლაუერი, ხოლო მეშვიდე ადგილზე კი თვით მადონა. პოპ-სცენის დედოფალს ეს ადგილი იმის გამო ერგო, რომ უმრავლესობის აზრით მის ასაკში, ცოტა მოკრძალებული რომ იყოს უკეთესი იქნებოდა. მერვე ადგილზე ჯასტინ ბიბერია, თავისი უტაქტო საქციელების გამო. მეცხრე ადგილზეა ენ ჰეტეუეი, მას უნიჭო მსახიობად თვლიან. და ბოლო მეათე ადგილი, ყველაზე აუტანელ ვარსკვლავებს შორის წილად ხვდა კიმ კარდაშაინს. ამერიკული პრესა რეალითი შოუს ვარსკვლავზე ყოველდღე წერს-მისგან ნებისმიერი შეიძლება დაიღალოს. გარდა ამისა კიმი უკვე ყველას თავს აბეზრებს თავისი ორსულობის დამტკიცებით და ყოველდღე ახალ ფოტოებს დებს თავის ბლოგში. 113 6-ს მოსწონს
|