x
image
თეო777
გოგონამ ასწლოვან შენობაზე იქორწინა

imageამერიკაში, ერთ–ერთი შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის,
დანგრევის პირასაა მისული. სამშენებლო ფირმას კი, მისი დანგრევა და იმ
ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აგება სურს. მართალია შენობის დანგრევას
ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ეს ასწლოვან შენობას დემონტაჟისგან ვერ
იხსნის.
ახალგაზრდა ამერიკელმა გოგონამ უჩვეულო წესით განიზრახა
შენობის დანგრევისნა ხსნა. ვავილონია ალვაზმა გადაწყვიტა სიეტლში 107
წლის წინ აშენებულ შენობაზე ექორწინა. გაიმართა საქორწინო ცერემონიაც,
რომელიც წესების სრული დაცვით ჩატარდა. წყვილმა ქორწინების შემდეგ
ერთმანეთს „აკოცა“.

ქალბატონი იმედოვნებს, რომ „ქორწინებით“ ის
ძველ შენობას დანგრევისგან იხსნის. მიუხედავად შენობის „დაქორწინებისა“,
მისი დემონტაჟი უკვე დაწყებულია და არ არის გამორცხული, მალე ალვაზი
ახალგაზრდა „ქვრივი“ გახდეს.

1
45
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეო777
თეო777
45
  
2012, 19 ივნისი, 20:17
ჩერჩეტი
0 1 1