საქართველო მელორ ვაჩნაძის განცხადება 2013, 20 აპრილი, 16:00 ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვა.
მისი აზრით ეს დღე იყო ნაციონალური მოძრაობისთვის დიდი შეცდომა რადგან აქციაზე არაფერი ახალი არ ითქვა.მათი რეალობა აცდენილია საქართველოს მოსახლეობის რეალობას, რაც ყველა მათგანის გამოსვლაში კარგად ჩანდა, ეს ხალხმა კარგად დაინახა და ყველაზე მთავარი შეცდომა რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაუშვა არის ის რომ მათ მოგვცეს საშვალება ისინი რეალურად დაგვენახა, დაგვეთვალა და შეგვეფასებინა. ეს მათთვის არაა სახარბიელო, რომ მათი დათვლა შეიძლება.ისინი 3 თვე აგროვებდნენ ხალხს და ამისთვის გამოიყენეს დიდძალი ფინანსური რესურსი.მაგრამ მათ ვერ შეძლეს ხალხის მოგროვება.
რაც შეეხება მათ ეროვნულ მოძრაობას, ამის თქმის ხალისს მალე ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება დავაკარგვინებთ.აცხადებს მელორ ვაჩნაძე.
მე პირადად ვეთანხმები მას და მიმაჩნია, რომ ეს იყო მათი სირცხვილი.გუშინდელი დღე რომელიც მათ ვერ გამოიყენეს, ხალხი მივიდა რათა მათ სურდათ დასავლური ფასეულობები და ნაციონალური მოძრაობის წევრები სულ სხვარამეზე საუბრობდნენ, კერძოდ მათ ახლიდან მოსვლას ხელისუფლებაში რაც ალბათ სიზმარს უფრო ჰგავს ვიდრე ოცნებას რომელიც ახდება.ეს მათი სიზმარია, მაგრამ ჩვენ ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვაღვიძოთ ისინი. 54 1-ს მოსწონს 2-ს არა
|