კულტურა 16 წლის ანჯელინა ჯოლის უცნობი ფოტოები 2013, 21 აპრილი, 0:02
16 წლის ანჯელინა შავ-თეთრი ფონების წინ პოზირებს. ფოტოსესია 21 წლის წინ არის გადაღებული ფოტოგრაფ შონ მაკოლის მიერ. მაშინ ანჯელინას მსახიობობასა და მოდელობას შორის არჩევანი გაკეთებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ქვემოთწარმოდგენილი ფოტოები ერთ რამეზე მიგვანიშნებს: რა პროფესიაც არ უნდა აერჩია ენჯის, ის ვარსკვლავობისთვის იყო დაბადებული. ახალგაზრდა ანჯელინას სურათები დიდი ხნის წინ დაიკარგა და მისი პოვნის იმედიც აღარავის ჰქონდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად მსახიობს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 272 9-ს მოსწონს 1-ს არა
|