x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136028
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510299
GTA V ოფიციალური გამოსვლის თარიღი და მიმოხილვა

imageროგორც ცნობილია, ამ ლეგენდარული, ყველა ასაკის გეიმერთა საყვარელი თამაშის, GTA-s (grand theft auto) V ნაწილის ოფიციალურად გამოცემა დაგეგმილ ვადას რამდენიმე თვით გადასცდა, რისთვისაც შემქნელებმა საბოდიშო წერილიც კი გამოაქვეყნეს, რომელიც ასე გამოიყურება:



ჩვენო ძვირფასებო

დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ოფიციალური გამოშვების თარიღი გაგიზიაროთ: Grand Theft Auto V გამოვა ოფიციალურად მაღაზიებში გასაყიდად 2013 წლის 17 სექტემბერს.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დაახლოებით ოთხი თვის დაგვიანებით, ვიდრე თავდაპირველად იგეგმებოდა და ვიცით, რომ ამ დაგვიანებით ბევრი თქვენგანის იმედგაცრუება გამოვიწვიეთ, მაგრამ, გვენდეთ, ეს ნამდვილად ღირს ლოდინად .GTA V არის მასიურად განახლებული, ამბიციური და რთული თამაში და უბრალოდ სჭირდება დიდი დრო რათა მიღწეულ იქნეს ის დონე და ხარისხი რაც თქვენ გჭირდებათ და ელოდებით.

ყველა Grand Theft Auto-ს გულშემატკივარს:

ბოდიშს ვიხდით, რომ დავაგვიანეთ და ჩვენი დაპირება დროულად ვერ შევასრულეთ, მთელი გუნდი მუშაობს მთელი ძალისხმევით რათა თქვენი მოლოდინი გავამართლოთ.მალე მოვა სექტემბერი, მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის.
თქვენი GTA გუნდი


რაც შეეხება თვითონ თამაშს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით თამაში გამოდის playstation 3 da Xbox 360-ზე, ალბათ პერსონალურ კომპიუტერებზეც მალე გვაღირსებენ, შეიძლება სექტემბერშივე.
თამაშის გრაფიკიდან და მოლოდინიდან გამომდინარე ალბათ საქართველოშიც ბევრს მიაჯაჭვავს კომპიუტერზე, ან საყვარელ Xbox-სა Plauystation-ს.

ოფციალური თრეილერი:


საკმაოდ მაღალი გრაფიკა ექნება და საინტერესო თამაში იქნება, სურათებიდან და ვიდეოდანაც ჩანს
image

image

image

image

რაც შეეხება სისტემურ მოთხოვნილებებს პერსონალური კომპიუტერებისთვის, სავარაუდოდ ასეთი იქნება:

სისტემა: Windows XP, Vista ან Windows 7 - 8
CPU: Intel Core 2 Duo 3 GHz ან ანალოგიური
ოპერატიული მეხსიერება: 3 GB და +
HDD: 30 GB თავისუფალი ადგილი დისკზე +
გრაფიკა: 512 MB Graphics Memory +
აუდიო: DirectX 9 თავსებადი
DirectX: ვერსია 9
მხარდაჭერილი გრაფიკული ბარათები (GPU): Nvidia 8600 + ან ATI 3870 +



მინიმალური სისტემური მოთხოვნები:

პროცესორი: Intel Core 2 Duo 2.6 გჰც ან ანალოგიური
მეხსიერება / RAM: 2 GB Ram
ვიდეო: 512 NVIDIA 7900 ან 512 ATI X1900
მყარ დისკზე: 30 - 40 GB
ოპერაციული სისტემები: Windows XP SP3 ან Windows Vista SP1 ან Windows 7 SP1



რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები:

CPU: Intel Core 2 Quad 3.66GHz ან ექვივალენტი AMD
ოპერატიული მეხსიერება: 4 GB
ვიდეო ბარათი (GPU): NVIDIA GTX 480 ან ანალოგიური ATI
მყარ დისკზე: 40 GB თავისუფალი ადგილი მყარ
ოპერაციული სისტემები: Vista SP 2 ან ფანჯრის 7 - 8 SP 1

შენიშვნა: ეს არის სავარაუდო PC მოთხოვნები, 17 სექტემბრამდე დიდი დროა ჯერ და შესაძლებელია რამე უმნიშვნელო ცვლილებები იყოს მოთხოვნებშიც, მაგრამ ამის შესახებ იქნება წინასწარ ცნობილი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ თამაშის გამოსვლას იმ იმედით რომ ჩვენი საყვარელი კომპიუტერი შეძლებს შეუფერხებლად დაძლიოს GTA V - ის მინიმალური სიტემური მოთხოვნილებები მაინც, რომ დაბალ გრაფიკაზე მაინც გავიხარებთ გულს...

8
391
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:SILENT-25
SILENT-25
391
  
2013, 19 აპრილი, 23:00
სპს.გრაფიკიდან გამომდინარე რავი კაი ჩანს,და ვანხოთ აბა რას გვპირდებიან ის თუ იქნება,ცოცხალი ქალაქი იენბა ცჰემი აზრიტ ნამდვილი ცა ზღვა და ეგეთები და მაგალი ეფექტები
2013, 19 აპრილი, 22:52
კარგი სტატიაა მომწეონა. იმედია გაამრთლდება მოლოდინი! მეც ველოდები ამ თამაშს
2013, 19 აპრილი, 22:44
:D GTA 4: gta 5 mod :D
2013, 19 აპრილი, 22:43
ხო პატარა მოდიფიკაციური ცვლილებებით :D
2013, 19 აპრილი, 22:39
:D V-ს აწერენ და ოთხს გტენიან :D
2013, 19 აპრილი, 22:38
ხო ჯერ ადრეა,როგორც გავიგე 50$-ად იყიდება თამაში თურმე და ნეტა რას ყიდიან ჯერ არ გამოსულა :D
2013, 19 აპრილი, 22:04
კაი სტატიაა , ჩემი კომპი წაიღებს უჰუუუუუუუუ !!! :D
2013, 19 აპრილი, 21:28
რომელს არ მოგეწონათ ერთი დაწერეთ ბარემ აბა მიდი
0 1 8