x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139002
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"ბზობის" დღესასწაულზე გაათავისუფლებენ თუ არა იულია ტიმოშენკოს
imageცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის ყოფილი პრემიერ - მინისტრის

იულია ტიმოშენკოს imageგათავისუფლების შესახებ.ამ ინფორმაციას ყოფილი პრემიერ - მინისტრის თანამოაზრე და მეგობარი იური ლუცენკო ავრცელებს "თვითერის" საკუთარ გვერდზე, სადაც ასახელებს გათავისუფლების ზუსტ თარიღს და ინფორმაციის წყაროს.

imageიური ლუცენკოს "თვითერში" ვკითხულობთ:- "უკრაინის ყოფილი პრემიერ - მინისტრი შესაძლოა 28 აპრილს გაათავისუფლონ.მას სავარაუდოდ შეიწყალებენ". იური ლუცენკო ინფორმაციის წყაროდ შტეფან ფულეს ასახელებს და imageაცხადებს, რომ იგი თავად ესაუბრა ტელეფონით შტეფან ფულეს, რომელმაც უთხრა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა იულია ტიმოშენკო 28 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე უნდა გაათავისუფლოს.

ცნობილია, რომ არა ერთხელ მოხდა დაპირისპირება უკრაინის პარლამენტში ყოფილი პრემიერის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მიმართვა ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე, სადაც ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნას პარლამენტის 20-მა ქალმა დეპუტატმა მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცეს.


ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერი 2011 წლის ოქტომბერში დააკავა იანუკოვიჩის ხელისუფლებამ, რომელსაც შვიდ წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

2
31
25-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
31
  
2013, 19 აპრილი, 21:04
წესით და რიგით, უნდა გამოუშვას, მაგრად აწვებიან იანუკოვიჩს დასავლეთი და შტატები
2013, 19 აპრილი, 18:43
არა მგონია
0 1 2