x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
“იუვენტუსი” 120 მილიონიან სპონსორულ გარიგებასთან ახლოსაა

“იუვენტუსი” 120 მილიონიან სპონსორულ გარიგებასთან ახლოსაა











ეს შესაძლოა ტურინულ გრანდს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო ვერატის შეძენაში დაეხმაროს.
იტალიური გამოცემა Sportmediaset ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ძალიან მალე შესაძლოა კომპანია Samsung-ისგან არსებითი სპონსორული დახმარება მიიღოს.
გარიგება, 120 მილიონი ევროს ფარგლებში, შესაძლოა იმ შემთხვევაში შედგეს, თუ “ბიანკონერი” Samsung-ს კლუბის სტადიონის სახელის გადარქმევის ნებას დართავს. გარდა ამისა, Samsung გუნდის მაისურების სატიტულო სპონსორიც გახდება. სავსებით შესაძლებელია მხარეებს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდეს.
ამ გარიგებიდან მიღებული თანხა შესაძლოა “იუვენტუსს” სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურ მონაწილეობაში დაეხმაროს და ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ნახევარმცველი მარკო ვერატი გაიფორმოს, რომლებიც ამჟამად ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” ასპარეზობენ.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:JaZZ-
JaZZ-
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0