თავის მოვლა პროდუქტები, რომლებიც არ უნდა მივირთვათ უზმოზე ! 2013, 18 აპრილი, 13:35 ყველამ კარგად ვიცით, რომ არაფრით არ შეიძლება სახლიდან საუზმის გარეშე გასვლა მით უმეტეს, თუ ადამიანი მწეველია. მაგრამ საუზმისთვის საკმაოდ პოპულარული ბევრი პროდუქტი არანაკლებ სახიფათო ყოფილა, რომელიც არ უნდა მივირთვათ უზმოზე.
როგორც დიეტოლოგები ამბობენ, საუზმეზე არასწორად შერჩეული პროდუქტი არაერთ პრობლემას აჩენს.
მაგალითად: არ შეიძლება საუზმეზე მივიღოთ ბანანი, იოგუტი, ფორთოხლის წვენი, ხურმა, შებოლილი ხორცი, კონსერვები, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, შაქარი. ასევე უარყოფითი შედეგი მოსდევს საუზმეზე ცივი სასმელების მიღებას.
სპეციალისტების თქმით, ბანანის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობის მაგნიუმი. ამის გამო, დილაობით ბანანის ჭამის ჩვევას კალციუმ-მაგნიუმის ბალანსის დარღვევა შეუძლია, რასაც შედეგად შესაძლოა გულის დაავადებები მოჰყვეს.
უზმოზე მიღებული იოგუტი თავის ყოველგვარ დადებით თვისებას კარგავს. ამიტომ იოგუტი საკვების მიღებიდან 2 საათის გასვლის შემდეგ უნდა მივიღოთ. ფორთოხლის წვენი გასტრიტს იწვევს. არ არის გამორიცხული ის ალერგიის გაჩენის მიზეზიც გახდეს. ხურმა და პომიდორი პექტინისა და სათრიმლავი მჟავეევის შემცველია, რაც კუჭში ქვების გაჩენით შეიძლება დასრულდეს. შებოლილი ხორცეულისა და კონსერვების მიღებას გასტროსპაზმების გამოწვევა შეუძლია. დილით წიწაკის, კომბოსტოს ან კიტრის მიღება კუჭს აღიზიანებს, ტკბილი კარტოფილი კი კუჭს საშინლად ამძიმებს. საუზმეზე მიღებული ცივ სასმელებს ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა შეუძლია. რაც შეეხება შაქარს, როცა ის ორგანიზმში უზმოზე ხვდება, შესაძლოა, მჟავა-ტუტოვანი ბალანსი დაარღვიოს, ვინაიდან კუჭქვეშა ჯირკვალი დილაადრიან საჭირო რაოდენობის ინსულინის გამომუშავებას ვერ ასწრებს. 1654 8-ს მოსწონს
|