საზოგადოებრივი მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე ბევრი მილიარდერი ? 2013, 20 მარტი, 22:11 უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მიხედვით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 78 მილიარდერი ცხოვრობს, ხოლო მათი ქონების საერთო მაჩვენებელი 334 მილიარდი აშშ დოლარია.
ნიუ-იორკიში 75 მილიარდერი, მათი საერთო ქონება 228 მილიარდით
შემოიფარგლება, ხოლო მესამე ადგილი ლონდონს ეკუთვნის 39 მილიარდერი და მათი ქონების საერთო ღირებულება 134 მილიარდი აშშ დოლარია.
"ფორბსის" განმარტებით, მოსკოვში ამდენი მილიარდერის ცხოვრება იმით აიხსნება, რომ რუსეთის პერიფერიებში საკმაოდ ცივი და არაკომფორტული პირობებია. აქედან გამომდინარე, ყველა რუსი მილიარდერი საცხოვრებლად დედაქალაქში გადადის. რაც შეეხებათ ამერიკელ, ბრიტანელ და სხვა ქვეყნების მილიარდერებს, ისინი საკმაოდ ხშირად იცვლიან როგორც საცხოვრებელ ადგილებს, ისე მოქალაქეობასაც. P.S ვერაფერს გეტყვით საქართველოზე. მილიარდები თუ არ ჰქონდათ არც მათზე ნაკლებად ცხოვრობდნენ და ირთობდნენ თავს ქვეყნის ბიუჯეტიდან. 167 7-ს მოსწონს
|