კარლოს სლიმი დაიბადა მეხიკოში 1940 წლის 28 იანვარს.
მისი მამა ხულიენ სლიმ ჰადადი მექსიკაში მარტო ჩავიდა ლიბანიდან 1902 წელს 14 წლის ასაკში და ესპანური ენის ცოდნის გარეშე. მიზეზი კი იყო ის, რომ 15 წლის შესრულებისთანავე ლიბანელი ბიჭები ოსმალეთის იმპერიის ჯარში მიჰყავდათ და მშობლები ცდილობდნენ ამ ასაკის მიღწევამდე თავიანთი შვილები გაეშვათ სხვა ქვეყანაში. კარლოსის დედა ლინდა ჰელუ დაიაბადა მექსიკის შტატ ჩიხუახუას ქალაქ პარალში, მისი მშობლებიც ლიბანელი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც მექსიკაში XIX საუკუნეში ჩავიდნენ. მათ იყიდეს მექსიკის პირველი არაბული პრესა და დაარსეს მექსიკაში პირველი ჟურნალი ლიბანელი საზოგადოებისათვის. 1911 კარლოსის მამამ ხულიენმა დააარსა მზა-ტანსაცმლის მაღაზია “აღმოსავლეთის ვარსკვლავი" და შეიძინა უძრავი ქონება მეხიკოს ცენტრში.
1926 წლის აგვისტოში ხულიენ სლიმი და ლინდა ჰელუ დაქორწინდნენ მეხიკოში. მათ შეეძინათ ექვსი შვილი, რომელთაგან კარლოსი იყო უმცროსი ვაჟი.
სლიმი სწავლობდა საინჟინრო საქმეს Universidad Nacional Autónoma de México-ში. 26 წლის ასაკში მისი ქონება უკვე შეადგენდა 40 მილიონ დოლარს. 1967 წელს მან ცოლად შეირთო სოუმაია დომით გემეიელი, რომელიც ასევე ლიბანელი მექსიკელი იყო. მათაც ექვსი შვილი შეეძინათ და ერთად ცხოვრობდნენ 32 წელი დომითის სიკვდილამდე, რომელიც გარდაიცვალა 1999 წელს თირკმლის დაავადებით.
სლიმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. მის მფლობელობაშია Telmex, Telcel, Amerika Movil და სხვა შვილობილი კომპანიები. მიუხედავად მისი აქტიური ჩარევისა კომპანიების მართვაში, მის კომპანიებს საკუთარი შვილები მართავენ.
ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი კარლოს სლიმ ელუ დაიბადა 1940 წლის 28 იანვარს, რომელიც უმთავრესად ჩართულია სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. ამჟამად იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომელმაც გადაასწრო ბილ გეიტსა და უორენ ედვარდ ბაფეტს 2010 წლის ფორბსის მონაცემებით. მისი ქონება შეადგენს 49 მილიარდ დოლარს.ხოლო 2013 წლის 5 მარტის მონაცემებით მისი ქონება 73 მილიარდ დოლარს შეადგენს.