აჩუქა თუ არა ოქროს სამაჯური პრეზიდენტმა მარიამ საჯაიას?
2013, 18 აპრილი, 9:41
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის არამიზნობრივად დახარჯულ მილიონობით ლარს შეეხება.ერთ-ერთი დოკუმენტი ტიხრულ მომინანქრებულ ოქროს სამაჯურს შეეხება, რომელიც პრეზიდენტის დავალებით დაცვის სამსახურმა 3500 ლარად შეიძინა და საჩუქრად დეპუტატ მარიამ საჯაიას გადაეცა.საჩუქრის გადაცემა 2011 წელს გალერეა "შარდენში" შედგა.თვითონ დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს საჩუქრის გადაცემას: "ფაქტია, რომ ხელისუფლება სრულ პანიკაშია 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით და უნდა ველოდოთ ბრალდებებისა და ტყუილების დიდ რაოდენობას. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება"-აცხადებს მარიამ საჯაია, თუმცა სავარაუდოდ ფოტოზე დაფიქსირებული სამაჯური, სწორედ ის გახლავთ, რაზეცაა საუბარი.