სხვა მეტეორიტი Fukang - საუკუნის უდიდესი განძი (ყველაზე ლამაზი მეტეორიტი მსოფლიოში) 2013, 16 აპრილი, 19:11 ეს მეტეორიტი 2000 წელს ჩინეთში მდებარე გობის უდაბნოში ჩამოვარდა. როდესაც ის ჩამოვარდა მასში არაფერი იყო საინტერესო, მაგრამ მისი დანაწევრების შემდეგ საზოგადოებამ ის საუკუნის უდიდეს განძად აღიარა. მეტეორიტის 10 კილოგრამიანი ნატეხი, რომელსაც სურათზე ხედავთ თითქმის მილიონი დოლარი ღირს.
რკინა-ნიკელის შენადნობისაგან შემდგარი მეტეორიტი, რომელშიც გვხვდება გასაოცარი ყვითელი ოლივინის (იგივე ქრიზოლიტი) კრისტალები 2211 კილოგრამს იწონის. ასეთი კრისტალები დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება. ეს მეტეორიტი პალასიტების სახეობას მიეკუთვნება. ოლივინი საკმაოდ გავრცელებული მინერალია დედამიწაზე, თუმცა ასეთი დიდი ზომის კრისტალების სახით ის ჩვენთან არ არსებობს. მსოფლიომ Fukang-ის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბაჰამის კუნძულების მკვიდრმა მარვინ კილგორუმ გადაწყვიტა ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე გამოეტანა. მისი სილამაზის და იშვიათობის გამო ეს მეტეორიტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მეტეორიტადაა აღიარებული. მას შემდეგ რაც მეტეორიტი არავინ შეიძინა ის დაანაწევრეს და ნაწილებად გაყიდეს. ერთ-ერთი ნაწილი აშშ-ს ბუნებისმეტყველების მუზეუმს გადაეცა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეტეორიტი 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და ის მზის სისტემის შექმნის მომსწრე გახდა. მართლაც კარგი აღმოჩენაა არა? რა კარგი იქნებოდა გობის უდაბნოში ყოფნა, როდესაც ეს მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. 1185 13-ს მოსწონს 3-ს არა |
:)