x
image
ტორნადო07
მეტეორიტი Fukang - საუკუნის უდიდესი განძი (ყველაზე ლამაზი მეტეორიტი მსოფლიოში)
ეს მეტეორიტი 2000 წელს ჩინეთში მდებარე გობის უდაბნოში ჩამოვარდა. როდესაც ის ჩამოვარდა მასში არაფერი იყო საინტერესო, მაგრამ მისი დანაწევრების შემდეგ საზოგადოებამ ის საუკუნის უდიდეს განძად აღიარა. მეტეორიტის 10 კილოგრამიანი ნატეხი, რომელსაც სურათზე ხედავთ თითქმის მილიონი დოლარი ღირს.image


რკინა-ნიკელის შენადნობისაგან შემდგარი მეტეორიტი, რომელშიც გვხვდება გასაოცარი ყვითელი ოლივინის (იგივე ქრიზოლიტი) კრისტალები 2211 კილოგრამს იწონის. ასეთი კრისტალები დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების მხოლოდ 1%-ში გვხვდება. ეს მეტეორიტი პალასიტების სახეობას მიეკუთვნება. ოლივინი საკმაოდ გავრცელებული მინერალია დედამიწაზე, თუმცა ასეთი დიდი ზომის კრისტალების სახით ის ჩვენთან არ არსებობს. image


მსოფლიომ Fukang-ის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ბაჰამის კუნძულების მკვიდრმა მარვინ კილგორუმ გადაწყვიტა ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე გამოეტანა. მისი სილამაზის და იშვიათობის გამო ეს მეტეორიტი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მეტეორიტადაა აღიარებული. მას შემდეგ რაც მეტეორიტი არავინ შეიძინა ის დაანაწევრეს და ნაწილებად გაყიდეს. ერთ-ერთი ნაწილი აშშ-ს ბუნებისმეტყველების მუზეუმს გადაეცა. image


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეტეორიტი 4.5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და ის მზის სისტემის შექმნის მომსწრე გახდა.image



მართლაც კარგი აღმოჩენაა არა? რა კარგი იქნებოდა გობის უდაბნოში ყოფნა, როდესაც ეს მეტეორიტი ჩამოვარდებოდა. image

8
1185
13-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1185
  
2016, 21 მარტი, 22:05
კაი
2016, 21 მარტი, 17:48
სიმართლე გითხრა სად შეიძლება გაყიდვა არ მომიძებნია თუმცა ebay-ზე ყველაფერი იყიდება :) დაგუგლე აბა მეტეორიტის გაყიდვა :)
2016, 21 მარტი, 15:58
მეტეორის ქონის შემთხვევაში,სად შეიძლება გაყიდვა.?და თუ მართლა ღირებულია?
2013, 17 აპრილი, 21:22
მართლა მაგარი იქნებოდა,მაგაში გეთანხმები. რა მაგარი იქნება ერთი ნატეხი მაინც რომ მქონდეს სახლში.. :)
2013, 17 აპრილი, 18:32
მაგაში გეთანხმები... უბრალოდ რამდენიმე რუსულენოვან საიტზე მოვძებნე და მეტი ინფორმაცია ვერ ვიპოვე :)
2013, 17 აპრილი, 13:10
კი მართლაც ლამაზია, მაგრამ ინფორმაცია რაღაცნაირად მკუხედაა გადმოცემული
2013, 17 აპრილი, 11:29
მაგარი ლამაზია
:)
2013, 16 აპრილი, 20:02
ულამაზესია
0 1 8