x
image
მოზამბიკელი
შაკიკი


imageთამამად შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი ფიქრში მაქვს გატარებული, არ ვიცი შეიძლება ბევრია ასე მაგრამ ჩემი თავი მაინც გამონაკლისი მგონია ამ საკითში, როცა ვჭამ ვფიქრობ, როცა თმას ვივარცხნი ვფიქრობ, როცა მძინავს მაშინაც კი, ხანდახან ჩემი ფიქრებით გადღლილი სიზმრები მაღვიძებენ ხოლმე, ჩემს ამ თვისებას უარყოფითად ვთვლი, იმიტომ რომგაუთავებელი ფიქრი ათას სისულელეზე არაფერში მეხმარება, როცა რაიმე მნიშვნელოვანი მაქვს გადასწყვეტი რამდენიც არ უნდა ვიფიქრო სწორად მაინც ვერაფერს ვაკეთებ, გამუდმებული თავის ტკივილები მაწუხებს, რაც წამოვიზარდე მას შემდეგ, როცა ექიმთან მივედი შაკიკის დიაგნოზი დამისვა, მაგრამ მერე ხუმრობით მითხრა ასეთ ახალგაზრდა გოგოს რა გაქვს ამდენი საფიქრალი თავი მაგიტო გტკივაო... გაგეცინებათ და მართალი მითხრა, თავი მისკდება ამდენ სისულელეებზე ფიქრით, იმდენი წამალი მაქვს დალეული, ვითომ თავის ტკივილს რომ შველის, ალბათ აფთიაქში არ იყიდება მაგდენი. როცა თავი მტკივა, ჩემს გარშემო ვერავის ვიტან, აგრესიული ვხდები და ჩემი ოჯახის წევრები ერთ მეტრზე ვერ მეკარებიან.თითქოს ჩემში დემონი სახლდება და გარეთ გამოსვლას ცდილობს, დიდი ხანია ამ სიმპტომებით ვიტანჯები, ყველა თავის აზრს მეუბნება, რჩევას მაძლევს, მიუხედავად იმისა არის თუ არა ამ საკითხში კომპეტენტური, დედაჩემს ათას წამალსა და საშუალებას ასწავლიან, შაკიკი რომ მომირჩინონ, მე კი მგონია ეს მოურჩენელია, ან თუ ოდესმე მომირჩა მხოლოდ უფლის ნებით. ამას წინათ დედამ ლოცვა მომიტანა ეკლესიიდან თავის ტკივილის დროს რომ უნდა წაიკითხო და გიშველის, მხოლოდერთხელ წავიკითხე ის ლოცვა, მას შემდეგ აღარც გამხსენებია. . .არ ვიცი რატომ მაგრამ ასეა, არადა დარწმუნებული ვარ მიშველიდა. ზოგი მეუბნება შენი თავის ტკივილი ნერვიულ ფონზეა გამოწვეულიო, ზედმეტად ემოციური ხარ და თავი გკტკივდებაო, მეგობრები მეხუმრებიან ბევრი ტვინით გტკივა ეგ თავიო, მოკკლედ მიზეზი ჯერაც ვერ დავადგინე, ფაქტია რომ აუტანელი ტკივილები მტანჯავს და ვერაფრით ვშველი, ბევრს ეცინება როცა ვიტყვი რომ შაკიკი მჭირს სასაცილოს ვერაფრს ვხედავ, პირიქით მტერს არ ვუსურვებ იმ საშინელი ტკივილის გამოცდას რასაც მე განვიცდი, არც ვიცი რატომ და რისთვის დავწერე აქ ეს ყველაფერი, უბრალოდ კომპიუტერთან როცა დავჯექი თითები თავისით ათამაშდენენ კლავიატურაზე, რაც პირველი მომაფიქრდა იმაზე დავიწყე წერა, შაკიკი ვის გაწუხებთ კიდე ჩემს გარდა?

0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0