რელიგია მგზავრმა თვითმფრინავში ცელოფნის პარკში გახვეულმა იმგზავრა (ფოტო) 2013, 16 აპრილი, 12:43 მგზავრი, რომელიც წარმოშობით ისრაელიდანაა თვითმფრინავში ცელოფნის პარკში გახვეულმა იმგზავრა.
მათი რელიგიური რწმენის გამო იუდეველ მგზავრებს თვითმფრინავში ქალთან ერთად მგზავრობისას ხშირად ექმნებათ უხერხულობები. თუმცა ამჯერად ამ ებრაელმა პაკეტი სულ სხვა მიზეზის გამო ჩამოიფარა: როგორც იუდეველ მღვდელსახურს, მას ეკრძალება საფლავში შესვლა და მათ ზემოთ გადაფრენაც, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი "გაუწმინდურება" – წერს Huffington Post. ავიაკომპანიებს ბევრჯერ უნდოდათ აეკრძალათ ამგვარი მგზავრებისთვის ცელოფნის პარკებში მგზავრობა. ერთხელ პილოტს აფრენიდან სულ მალე უკან დაჯდომა მოუხდა, რადგან მგზავრი უარს აცხადებდა მოეხსნა ცელოფნის პარკი. 157 3-ს მოსწონს
|