x
image
hamunaptra1990
როგორ მოიპოვა პოპულარობა ახალგაზრდა მომღერალმა მარიამ ელიეშვილმა(+მისი პირადი ფოტოები)
image


მარიამ ელიეშვილი ქართველ მსმენელთათვის ინტერნეტ სივრციდან გახდა პოპულარული. ამ პატარა, 15 წლის გოგონამ, დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა თავისი ხალხური სიმღერების შესრულებით. პირველად მარიამი ქართული სიმღერით "ჩვენ ახლა ერთურთს"-ის წყალობით გახდა ცნობილი. ნიჭიერი გოგონას მიერ შესრულებულმა ამ სიმღერამ მალე მოხიბლა ქართული საზოგადოება. მისმა ვიდეოებმა მალე მოიცვა ინტერნეტ სივრცე და მარიამის ტკბილი ხმის წყალობით ძალიან ნახვადი გახდა. მარიამი თავდაპირველად თვითონ ტვირთავდა თავის ვიდეოებს myvideo-ზე და youtube-ზე და მცირე ხანში იგი ქართველებისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. მარიამის თქმით, მას ვოკალში არასოდეს არ უმეცადინია, იგი უკრავს ფორტეპიანოზე და ქართულ ხალხურ საკრავებზე და დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა. მარიამ ელიეშვილი თავის თავს თვითნასწავლ მომღერალს უწოდებს. მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი გაზრდილია ქართულ ტრადიციულ ოჯახში, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა უკრავდა ქართულ ხალხურ საკრავებზე და ასევე ბებიაც და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.

მარიამი საქველმოქმედო კონცერტებშიც მონაწილეობს.

მარიამი მე-10 კლასის მოსწავლეა, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სწავლას. მარიამი წარჩინებული მოსწავლეა და თვლის, რომ მუსიკა და სიმღერა მაინც მისი ჰობია და მომავალში იურისტობას აპირებს.

წარმატებები ვუსურვოთ ამ ულამაზეს, ნიჭიერ და უსაყვარლეს ქართველ გოგონას!



ეს კი მისი პირადი ფოტოებიაimageimageimageimage

imageimage

imageimageimageimageimageimageimageimage

0
250
5-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0