სხვა უცნაური მილიონები 2013, 14 აპრილი, 23:59 გაგიკვირდებათ და უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, პუტინზე და ობამაზე 10 ჯერ და უფრო მეტჯერ მდიდარია! მისი შემოსავალი, ამ ზესახელმწიფოების პირველ პირთა შემოსავლებს, ბევრად აღემატება! რითი იშოვა იანუკოვიჩმა მილიონები?! არც არაფერი განსაკუთრებულით, უბრალოდ ___ წიგნები დაწერა! ნაწერი კი ჟურნალისტებმა გაუკრიტიკეს... მანამდე საკითხი ღრმად შეისწავლეს და უკრაინულმა გამოცემამ "კვირის სარკე"__ შედეგი საჯარო გახადა! აღმოჩნდა რომ იანუკოვიჩს ფულს, არა გამომცემლები არამედ ტიპოგრაფია უხდის! თან საკმაოდ სოლიდურ თანხებს __ ყველა ჰონორარი 6 ნულით ბოლოვდება! მხოლოდ 2011 წელს იანუკოვიჩმა 2 000 000 დოლარი მიიღო წიგნებისთვის: "ერთი წელი ოპოზიციაში", "ერთი წელი მთავრობაში", "დაბრკოლებების გადალახვა", "როგორ უნდა იცხოვროს უკრაინამ ამიერიდან"... დამფინანსებლებმა არც ავანსი დაიშურეს "ახალბედა მწერლის" წასახალისებლად და საკმაოდ გულუხვადაც გაისარჯნენ ___15, 5 მილიონი გრივენი გადაუხადეს იანუკოვიჩს გასულ წელს ___ მუზა არ გაგიჯიუტდესო! მადა აღძრული მუზა კი "მოედინება", შემოსავალი იზრდება, დაწერილი წიგნები კი არ სჩანს ___ არც ბაზარზე და არც ბიბლიოთეკებში... კაცმა არ იცის რა ხდება იანუკოვიჩის თავს, ვერც მე ჩავწვდი საქმის არს და ჭეშმარიტად კახურად, დარბაისლურად __ ხელი ჩავიქნიე! – ___ ჩორტ ივო ზნაეტ! 136 20-ს მოსწონს 4-ს არა
|