![ანეკდოტები image](/uploads/article_images/small/129971365951210.jpg)
მეგრელი დაიჭირეს კანიბალებმა. დააბეს ჯოხზე, გადეს ცეცხლზე და დაიწყეს შეწვა. მოვიდა ბელადი და უთხრა: - ცოტა ნელა ატრიალეთ რომ კარგად შეიწვას, უმი არ მიყვარს. - ნელა ვატრიალებდით, მაგრამ ნაკვერჩხლიდან შემწვარ კარტოფილს გვპარავდა და ავუჩქარეთ.
- თავი მომაბეზრა სიდედრმა, ყოველ მეორე კვირას ჩამოდის.
- ჩემი კი სულ ერთხელ ჩამოვიდა...
- ბედნიერი ყოფილხარ.
- და აღარც წასულა.
- მოდი ჩაუსხდეთ, დავლიოთ თითო ჭიქა.
- არა ძმაო, ვიცი თავი გამისკდება.
- რა, მღალი წნევა გაქვს?
- არა, სიდედრია სახლში.
მამაკაცი უძილობას უჩივის ექიმმა გამოკვლევების მერე ურჩია:
- პირველ რიგში პრობლემების გარეშე დაწექით დასაძინებლად.
- კარგი იქნებოდა, ექიმო, მაგრამ ჩემი ცოლი უარს ამბობს ცალკე დაძინებაზე.