
-კბილების გასათეთრებლად და კარიესის პროფილაქტიკისთვის ზღვის ან საკვები მარილის მწიკვი დანაყეთ და დაამატეთ 2-3 წვეთი ზეითუნის ზეთი. ამ მასაში თითი ჩააწეთ და თვეში 1-2 -ჯერ დილა-საღამოს, 5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ღრძილებსა და კბილებში.
- კბილის ტკივილს ჩქარა აქრობს გამხმარი მუხის კანის ნადუღის პირში ჩაგუბება. კარგია თუ ცოტა ბერთოლეს მარილს გაურევთ მუხის კანის ნადუღში. ღრძილების ტკივილს ძალიან შველის და ჩქარა აქრობს მასაჟი - მტკივანი ადგილის ზელა და სრესა.
-პირში გამოივლეთ თბილი მარილწყალი და ტკივილი მალე გაქრება.
მტკივან და დაზიანებულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის პლომბი . შეიძლება ეს კბილი აღარასდროს აგტკივდეთ.
- კბილის სიყვითლის მოსაცილებლად შეგიძლიათ ორ კვირაში ერთხელ საჭმელი სოდა გამოიყენოთ. კბილის ჯაგრისზე დაყარეთ მცირეოდენი სოდა, დააწვეთეთ ლიმონის წვენი და კბილები გამოიხეხეთ.
-კბილის უხეში ჯაგრისი რომ დაარბილოთ, რამდენიმე საათით მარილიან წყალში ჩადეთ და გააჩერეთ. ( 1 ჭიქა წყალზე 1 ჩ/კ მარილი).