სხვა ჩრდილოეთის ციალი 2013, 14 აპრილი, 1:11 პოლარული ციალი (ჩრდილოეთის ციალი)— პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარისნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად. პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით. სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღე-ღამტოლობის დროს) აღწევს. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5x1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5, 5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება. 285 2-ს მოსწონს
|