სიახლეები პირველი არაბული "სუპერქარი" (10 ფოტო) 2013, 13 აპრილი, 22:37 როგორც ცნობილია, არაბი შეიხები განიცდიან ნამდვილ ვნებას "სუპერქარების" მიმართ და მზად არიან გადაიხადონ საკმაოდ სოლიდური თანხა ახალი მანქანის საყიდლად. ნაკლებად ცნობილმა ლიბიურმა კომპანიამ "W Motors"-მა საერთაშორისო ავტო შოუზე კატარში წარმოადგინა სიახლე - ავტომობილი "LykanHypersport", რომლის ღირებულება შეადგენს 3, 4 მილიონ აშშ დოლარს. ავტომობილის სალონი მორთულია ძვირფასი თვლებით და ლითონით, მართვის პანელში კი ჩამონტაჟებულია "Cyrus Klepcys" ფირმის საათი, რომლის ფასია 200 000 დოლარი. ძრავი აღჭურვილია 6 ცილინდრით, რომლის სიმძლავრე 750 ცხენის ძალაა, ავტომობილი 100 კმ/ს 2, 8 წამში ანვითარებს. 85 8-ს მოსწონს
|