კინო მილოშ ფორმანი 2013, 13 აპრილი, 18:44 მილოშ ფორმანი დაიბადა 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის ქალაქ ჩასლავში. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი მშობლები საკონცენტარციო ბანაკში დაიღუპნენ. ომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი მისი ბიოლოგიური მამა ებრაელი არქიტექტორი ოტო კონი იყო, რომელიც 40-იან წლებიდან აშშ-ში ცხოვრობდა. ფორმანმა მსოფლიო აღიარება მოიხვეჭა "შავი ძაღლის" (1963წ.) გადაღების შემდეგ, რომელმაც ლოკარნოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის შემდეგ აშშ-ში გადასახლადა საცხოვრებლად. აქ გადაიღო ფილმი "თმები", "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა". ამ ფილმა "ოსკარის" ხუთი ჯილდო დაიმსახურა: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, საუეთესო სცენარი, და ორ მსახიობს კარგი თამაშისთვის. ზოგიერთი ამ ფილმს ამერიკული კინოს შედევრად მიიჩნევს. ფორმანმა გადაიღო ასევე "ამადეუსი" (1984წ), "ვალმორი" (1989წ), "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" (1997წ). მილოშ ფორმანის ბიძა (ბიოლოგიური მამის ძმა) - არქიტექტორი კარლ კონია, ძმა კი - ამერიკელი მათემატიკოსი ჯოზეფ კონი. 288 18-ს მოსწონს
|