x
image
Kurnosa7
ტიტანიკის ისტორია და დღემდე უცნობი სურათები, კატასტროფიდან 100 წლის შემდეგ
მოგესალმებით დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ გიგანტური გემის "ტიტანიკის" დღემდე უცნობ ფოტოებს. ეს სურათები კატასტროფიდან 100 წლის შემდეგაა გადაღებული ანუ 2012 წელს. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ეს სურათები ყველაზე მკვეთრად ასახავს დღევანდელი ტიტანიკის მდგომარეობას წყალქვეშ.

ტიტანიკი — ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი.
ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.

ვინც არ იცის ავღნიშნავ, რომ ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს 22:40წთ-ზე აისბერგს შეეჯახა ხოლო 15 აპრილს 2 საათსა და 20 წუთზე ჩაიძირა რამაც 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.


1997 წელს უნიჭიერესმა რეჯისორმა ჯეიმს ქემერონმა გადაიღო ფილმი სახელწოდებით ტიტანიკი, სადაც ის ფაქტები აღწერა, რომელიც იმ ხალხისგან ჰქონდა მოსმენილი ვინც ამ კატასტროფას გადაურჩა. თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო ისეთი მაშტაბის ფილმისთვის როგორიც ტიტანიკი უნდა ყოფილიყო. ქემერონმა ცნობილ და ძლიერ მსახიობებს მოუყარა თავი როგორებიც იყვნენ : ბილი პექსტონი, ლეონარდო დი კაპრიო, ქეით უინსლეტი, ბილი ზეინი, ქეტი ბეიტსი, ფრენსის ფიშერი, დევიდ უორნერი, ბერნარდ ჰილი, გლორია სტიუარტი, სიუზი ამისი, ნიკოლას კასკონი





მაშ ასე წარმოგიდგენთ სურათებს.


image


image



image



image



image



image




2
4510
7-ს მოსწონს
ავტორი:Kurnosa7
Kurnosa7
4510
  
2013, 18 აპრილი, 10:37
asi like...
2013, 13 აპრილი, 14:10
საინტერესოა
0 1 2