სხვა საინტერესო ფაქტები ნაწილი III 2013, 13 აპრილი, 17:10 მოგესალმებით ამ სტატიაში ვაგრძელებ რამდენიმე დღის წინ დაწყებულ რუბრიკას " საინტერესო ფაქტები " ეს უკვე მესამე ნაწილია და ვფიქრობ ეს რუბრიკა კიდევ გაგრძელდება. მაშ ასე წარმოგიდგენთ ისტორიებს რომელთაც დართული აქვს ფოტოები. 1. ამ შუშის გალიას სიკვდილის გალიას უწოდებენ. ფოტო გადაღებულია ავსტრალიაში, სადაც ეს მოწყობილობა სპეციალურად იმისთვის ააგეს, რომ ადამიანებმა შეძლონ წყალქვეშ დააკვირდნენ ალიგატორებს. ეს შუშის გალია 30 ტონამდე მასის დაწოლას უძლებს, ასე რომ გამორიცხულია ზედმეტად გაღიზიანებულმა ალიგატორმაც კი გალიაში მყოფ ადამიანს რამიმე ზიანი მიაყენოს. 2. რფაფეხის კვერცხები წყნარი ოკიანის ერთ-ერთ რიფზე. ფოტო გადაღებულია ინგლისელი წყალქვეშა ფოტოგრაფის ბრედ უინსტონის მიერ. მის ფოტო ბიბლიოთეკას, რომ გადახედოთ ძალაინ დიდ სიამოვნებას მიიღებთ. 3. ტკივილი ბალებში იზომება და ადამიანს რაც შეეხება ადამიანის სხეულს შეუძლია აიტანოს 45 ბალი ტკივილი. მშობიარობის დროს კი ტკივილის კოეფიციენტი 57 ბალს აღწევს. ახლა თავად განსაზღვრეთ რომელი სქესია სუსტი სქესი. 4. ადამიანებს და ცხოველებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ. მამრი კოღოები მხოლოდ შემაწუხებელი ხმით გამოირჩევიან, მდედრ კოღოებს სჭირდებათ პროტეინები თავიანთი კვერცხებისთვის და შთამომავლობის გასავრცელებლად. 5. თეთრი ალბიონი ყვავი, ეს სახეობა წითელ წიგნში შეიტანეს 6. 2009 წელს რამდენიმე ქვეყნის მინისტრთაკაბინეტიდან წარმოდგენილნი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გლობალური დათბობის საწინააღმდეგო დებატები წყალქვეშ გამართეს. დღეისათვის სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ. დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად გავაგრძელებ რუბრიკას " საინტერესო ფაქტები " გმადლობთ ყურადღებისთვის. 1857 13-ს მოსწონს
|