საბუნებისმეტყველო 50 მილიონი წლის წინანდელი ქვა 2013, 12 აპრილი, 10:50 ![]() ![]() ქვებზე ამოტვიფრული გამოსახულებები საკმაოდ დიდი სიზუსტით ასახავენ უზარმაზარ ცხოველებს, ადამიანებს და წარსულში არსებულ კულტურას. ქვებზე აგრეთვე ასახულია ქირურგიული ჩარევები და მედიცინის სხვადასხვა სფერო. ამ ნახატებს შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ავტორის ცოდნის დონე, იმ დროინდელი ტექნოლოგიები, კულტურა და სხვა ბევრი რამ. ეს უცნაური ქვები ასახავენ მეზოზოური ხანის ცხოველებს, კარგად ჩანს ბრონტოზავრების, სტეგოზავრების და მათთან ერთად ადამიანების გამოსახულებები. აგრეთვე გამოსახულია, თუ როგორ აკვირდებიან ადამიანები ტელესკოპის მსგავსი მოწყობილობით ცის სხეულებს. აღმოჩენილია უცნობი კონტინენტების რუკები, ასევე ცხენოსნობის ამსახველი კადრები. ცხენებთან ერთად გამოსახულია სპილოებიც. ![]() განსაკუთრებით თვალშისაცემია სამედიცინო საქმიანობის ამსახველი სცენები. ქვებზე ჩანს გულის გადანერგვის ოპერაციები, სცენაა ამოტვიფრული, როდესაც ახალგაზრდა ბიჭის მკერდიდან იღებენ გულს და მოხუცის ავადმყოფი გულის ადგილას დებენ. ქვებზე ასევე ჩანს, ოპერაციის შემდეგ, მოხუცის გამოჯანმრთელების ხელის შეწყობის მიზნით, მას მილით როგორ აკავშირებენ სასუნთქ მოწყობილობასთან. შუალედურ სურათებზე ჩანს უჩვეულო ფიგურა, სადაც მოხუცს სისხლის მიმოქცევისას აკლია გული. მისი სისხლის მიმოქცევისათვის ორსული ქალის მსგავსად იყო შეერტებული აპარატი, რომელიც უზრუნველყოფდა სისხლის მოძრაობას. ასეთი სურათები სხვა საკითხებთან ერთად მკიცებულებაა იმისა, რომ უძველესმა ადამიანებმა სრულყოფილად იცოდნენ ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია. ![]() დოქტორი Cabrera-ს განცხადებით ეს ქვები, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა ბიბლოთეკად. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მათ აღმოაჩინეს მსგავსი ქვები. იკის ქვები, როგორც მათ მეცნიერებმა უწოდეს, ითვლება XX საუკუნის უდიდეს აღმოჩენად. 158 15-ს მოსწონს
|