ფეხბურთი რისი ეშინია ლიონელ მესის მამას?! 2013, 12 აპრილი, 10:07 როგორც აღმოჩნდა მამას შვილის მსგავსად ძალიან ჰყვარებია ფეხბურთი.ხორხე მესის ეშინია რომ თავისი შვილი ლეო ოდესღაც კარიერას დაასრულებს. მან ჟურნალისტებს განუცხადა:"ვფიქრობ, რომ დღე როდესაც ლეო კარიერას დაასრულებს იქნება სიზმარის დასასრული, არამგონია ამის შემდეგ კიდევ განვაგრძო ფეხბურთის ყურება." "მე ფეხბურთი ძალიან მიყვარს და იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილი ერთ დღესაც კარიერას დაასრულებს შოკში მაგდებს.ამის წარმოდგენაც კი მიჭირს." "ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მესიმ ესპანეთში გადასვლა გადაწყვიტა იყო კლუბის შემოთავაზება, რომ ის სრულად დაფარავდა მესის მკურნალობის ხარჯებს." "ვინ მიიღო გადაწყვეტილება?ჩვენ საკუთარ თავებს ვკითხეთ, თუ როგორ მოვქცეულიყავით, განვიხილავდით იტალიასაც, თუმცა საბოლოო არჩევანი ესპანეთსა და "ბარსელონაზე" შევაჩერეთ." "ჩვენ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ.მახსოვს მთელი ოჯახი როგორ ვისხედით მაგიდის გარშემო და განვიხილავდით ამ საკითხს." 93 4-ს მოსწონს
|