x
image
ბეტო777
ადამიანებს???

image











ყველა მოვალთ ერთ დღეს შენთან უფალო
და რომელ გზას გაგვიყენებ ნეტავი?
გეკითხებით ნებით თავისუფალნო,
ერთი მაინც თუ ვიქნებით ნეტარნი?

უსასრულოდ, უმეცრების მორჩილნო
ბოლო მაინც უდაოდ ხომ ეგ არი?
ზოგი სულის სიწმინდით რომ ბოგინობს,
გული ვნებით გაჰგუდვია მეძავის.

საათში წუთის სურნელებით მოხიბლულს
რა მოგკითხო, რა სიამრთლეს ესწრაფვი
გესლიან და უსინდისო აზრებზე,
წამით მაინც გამოგება ეჟვანი.

რთულია და უფრო მწარე ცხოვრება,
ერთ დღეს გუდა ნაბადივით შეკარი,
ხორბლის ყანებს რომ გასცდები სამოთხის
ერთი კონა მომითიბე ლერწამი.


ავტორი: ბესო გოგილავა

3
145
6-ს მოსწონს
ავტორი:ბეტო777
ბეტო777
145
  
2013, 15 აპრილი, 4:37
თეკლაა მაპატიე ეხლა რასაც გეტყვიი "რომ გეწყინება" მაგრაამ ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხავდი შენს დაწერილ ლექსს.. თუ გაქვს მაგის ნიჭი რათქმაუნდაა ( ისე ეჭვი მეპარება საერთოდ რამის ნიჭი გქონდეს... ეს შენი არაადეკვატური კომენტარიდაან საოცრად ჩანს.... :)))))))) )
2013, 12 აპრილი, 10:12
თვალები სულის სარკეა, ადამიანი თვალებით შეიცნობა, ის რაც აქ წერია ბევრის თვალებში ამონაკითხი თითოეული სიტყვის და ბგერის შეკოწიწებაა. იმედია ჩაწვდებით არსს ჩემი თუ "რატომ ეს ფოტო აქ"
2013, 12 აპრილი, 10:08
ეს ფოტო არ მომწონს ლექსთან ერთად..
0 1 3