x
image
ბეტო777
გავუფრთხილდეთ ქალებს!
image– _ყველა ქალი იმსახურებს გაფრთხილებას, სიყვარულს სითბოს... მთავარია მამაკაცმა შეძლოს მასში იმ მშვენიერების დანახვა, რაც არა მარტო სხეულში, არადმე სულში იმალება......

– _ქალი _ საოცარი სიტყვაა. ბედნიერების დასაბამი... ქალი, პირველ რიგში დედა, რომლის მთავარი დანიშნულება და ცხოვრების აზრი უფრო ნათელი და მრავალფეროვანი მომავლის, ღირსეული საზოგადოების შექმნაა. ჩვენ ამ საზოგადოების უშუალო წევრები ვართ და ის სიწმინდე რომელსაც ზოგადად დედის ფაქტორი წარმოშობს, საერთო შეხედულებად უნდა ვაქციოთ ქალზე.


– __როგორ გავხადოთ ქალი ბედნიერი? ან როგორ შეიძლება ის გაუბედურდეს? ვფიქრობ ამ ორი შეკითხვის პასუხი მხოლოდ ჩვენში უნდა ვეძიოთ... ქალის უბედურებას იწვევს, მამაკაცის ცვალებადობა რომელსაც იგი უმეტესწილად ქორწინების შემდეგ განიცდის. ჩემის აზრით სწორედ ეს არის მიზეზი იმისა რომ ქალის მტკიცე და ურყევი გრძნობაც კი შეიძლება დაინგრეს. არ ვიცი რატომ მაგრამ უამრავი შემთხვევა ყოფილა ასეთი, ცნობილი ფრაზა: "ისეთი აღარ აღმოჩნდა როგორიც გავიცანი"...

– __რა იწვევს ხასიათის ცვლილებას? ან რატომ შეიძლება ისევ ისეთივე თბილები არ ვიყოთ ქალებთან მიმართებაში როგორიც მათი გულის დაპყრობამდე ვიყავით. ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს მაგრამ ფაქტია ასეთი რამ ხდება. მე ეს ფაქტი მაწუხებს. ვფიქრობ, ქალს გაფრთხილება სჭირდება და როცა გვგონია და ეჭვი არ გვეპარება რომ ის ჩვენ გვეკუთნის სწორედ მაშინ შეიძლება წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან. ქალში სიყვარულს ყურადღება დაფასება სითბო ჰბადებს და ეს მას არ უნდა მოაკლდეს, რადგან ქალებს შეუძლიათ ჩვენი დაღუპვაც და გადარჩენაც. საოცარი ძალაა ქალი... წარმატებული მამაკაცი სწორედ მაშინ ხარ როცა გვერდით ძლიერი ქალი გყავს, სიყვარულით გავსებს...


– __

გავუფრთხილდეთ ქალებს და ნუ მოვაკლებთ მათ სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას.

2
205
10-ს მოსწონს
ავტორი:ბეტო777
ბეტო777
205
  
2013, 29 მარტი, 16:32
ქალსაც გააჩნია ))
2013, 29 მარტი, 16:04
მშვენიერი მოწოდებაა! :))))))))))))))
0 1 2